პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
15.06.12
ლგბტ ფილმების ჩვენება
ნიდერლანდების, შვედეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში მოხარულები არიან განაცხადონ ლგბტ ფილმების ჩვენების შესახებ, რომელიც ჩატარდება 2012 წლის 18-21 ივნისს, 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანის დარბაზ ამარკორდში, ლიტერატურულ კაფესთან. კოსტავას ქ. 36. ადგილები შეზღუდულია - დარბაზის შევსების შემდეგ მაყურებლები აღარ დაიშვებიან

20 ივნისის ჩვენების შემდეგ მოეწყობა განხილვა

 18 ივნისი

წყეული ომოლი

შვედეთი, 1998 - რეჟისორი ლუკას მუდისონი

შვედურად, ინგლისური და ქართული სუბტიტრებით

ომოლი პატარა, არაფრით გამორჩეული ქალაქია, სადაც არასდროს არაფერი ხდება, სადაც სიახლეები მაშინ აღწევს, როცა დაძველდება. თინეიჯერ ელინს ცუდი რეპუტაცია აქვს, როცა საქმე ბიჭებს ეხება, მაგრამ მას სინამდვილეში არასოდეს უქნია „ის“. აგნესი - გოგონა მისი სკოლიდან - შეყვარებულია ელინზე, მაგრამ მეტისმეტად მორცხვია, რომ საკუთარი გრძნობები გამოხატოს.

 

19 ივნისი

სტოუნვოლის აღმასვლა

ამერიკის შეერთებული შტატები, 2010 - რეჟისორები ქეით დევისი და დევიდ ჰილბრონერი

ინგლისურად

სტოუნვოლის აღმასვლა  დოკუმენტური ფილმია, რომელიც ჰყვება ნიუ-იორკში, გრინვიჩის სოფელში არსებული მღელვარების დრამატულ ისტორიას. როდესაც 1969 წლის 28 ივნისს პოლიციამ ჩაატარა რეიდი სტოუნვოლ ინში, რომელიც იყო პოპულარული გეი ბარი, ქუჩები გადაიქცა მღელვარე პროტესტის ადგილად, რომელიც 6 დღეს გრძელდებოდა. სტოუნვოლის აჯანყება, როგორც მას მოგვიანებით დაერქვა, იქცა საკვანძო მომენტად თანამედროვე გეი მოქალაქეობრივი უფლებების მოძრაობებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში.

 

20 ივნისი

ჩემი ცხოვრება ვარდისფერ ფერში

ბელგია, 1997 - რეჟისორი ალან ბერლაინერი

ფრანგულად, ინგლისური სუბტიტრებით

ლუდოვიკი პატარა ბიჭია, რომელსაც ერთი სული აქვს ქალად გაიზარდოს. როდესაც ოჯახი აღმოაჩენს მასში მზარდ პატარა გოგონას ისინი იძულებულნი არიან გაუმკლავდნენ საკუთარ დისკომფორტსა და მათი მეზობლების მხრიდან თანაგრძნობის/გაგების არარსებობას.

ამ სესიის შემდეგ მოეწყობა განხილვის პანელი ნაჩვენებ ფილმებსა და ლგბტ საკითხებზე

 

21 ივნისი

შემიფარე

იტალიურად, ინგლისური და ქართული სუბტიტრებით

ფეხსაცმლის მწარმოებელი ბიზნესის მემკვიდრე ტუნისში მოგზაურობის შემდეგ იტალიაში დაბრუნებისას საკუთარ საბარგულში არაბ მოზარდს აღმოაჩენს. მემკვიდრის, მის პარტნიორისა და გაქცეულ მოზარდის მიერ შექმნილი დროებითი ოჯახი გარე სამყაროს წნეხის  ქვეშ იშლება.

მეტი ინფორმაციისათვის ევროპის საბჭოს საქმიანობაზე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს:

http://www.coe.int/t/dg4/lgbt/default_EN.asp

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.