პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
14.06.12
ტრენინგები ადამიანის უფლებებზე მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისათვის
16 და 17 ივნისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართება ორი ტრენინგი - პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებისათვის, რომლებიც უძღვებიან სისხლის სამართლის საქმეებს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისათვის. მოსამართლეები გაეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მაგალითებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აღკვეთა) და მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მუხლებს. სემინარზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სასამართლო გადაწყვეტილების კარგად დასაბუთების აუცილებლობაზე. მეორე სემინარზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები გაეცნობიან ადამიანის უფლებათა პრეცენდენტულ სამართალს მე-5 (თავისუფლებისა და ხელშუხებლობის უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მუხლსების მიხედვით. ორივე ტრენინგი გააერთიანებს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ მუშაობას კაზუსებზე იმ მიზნით, რომ მონაწილეებმა მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. ტრენინგი ორგანიზებულია დანიის მთავრობისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – “სასამართლო რეფორმის, ადამიანის და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობის” - ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.