პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
14.05.12

ტრენერთა ტრენინგი სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით

დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 „სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა“ ფარგლებში კაჭრეთში, 2012 წლის 23-27 მაისს დაგეგმილია ხუთდღიანი ტრენინგი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისა და ს.ს.ი.პ. ,,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის’’ თანამშრომლებისა და დასავლეთ საქართველოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მთავარი ექიმებისათვის. ტრენინგს წარუძღვებიან ხუთი ადგილობრივი და ორი საერთაშორისო ექსპერტი. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში ჯანმრთელობის სისტემისა და პატიმართა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის კანონმდებლობა, პატიმართა ჯანმრთელობისა და სამედიცინო პერსონალის ეთიკის მარეგულირებელი ევროპული სტანდარტები, სტამბოლის პროტოკოლი და ევროსასამართლოს პრაქტიკა პატიმართა ჯანმრთელობის არაადექვატურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ტრენინგის ერთი დღე დაეთმობა ტრენენრის უნარ-ჩვევბისა და სხვადასხვა ინტერაქტიული მეთოდიკის გაცნობას.

ტრენერთა ტრენინგის საფუძველზე ს.ს.ი.პ. ,,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის’’ ბაზაზე ჩამოყალიბდება სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საკითხებზე სასწავლო პროცესის წარმმართველი ტრენერთა ჯგუფი, რომელიც მ/წ 7-10 ივნისს ჩაატარებს პირველ პილოტურ ტრენინგს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებისა და აღმოსავლეთ საქართველოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მთავარი ექიმებისათვის.

 

.დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.