2012
წლის 13 იანვარს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში
ჩატარდა
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემდგომი მომზადებისა და განხილვის მიზნით, რომლის
ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების
განსაზღვრასა და სამოქმედო გეგმის კონკრეტული აქტივობების გაწერას მათი ევროპის
საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ღონისძიება
ჩატარდა
დანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013 `სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და
უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა~ ფარგლებში.
2012 წლის თებერვალასა და მარტში გაიმართება ორი დამატებითი შეხვედრა, რასაც 2012
წლის მარტში მოჰყვება მრგვალი მაგიდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისთვის სტრატეგიისა და სმაოქმედო გეგმის
პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენის, მისი შემდგომი განხილვის, მიღებისა და
განხორციელების მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |