პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
13.01.12
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემდგომი მომზადებისა და განხილვის მიზნით
2012 წლის 13 იანვარს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემდგომი მომზადებისა და განხილვის მიზნით, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრასა და სამოქმედო გეგმის კონკრეტული აქტივობების გაწერას მათი ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ღონისძიება ჩატარდა დანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013 `სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა~ ფარგლებში. 

2012 წლის თებერვალასა და მარტში გაიმართება ორი დამატებითი შეხვედრა, რასაც 2012 წლის მარტში მოჰყვება მრგვალი მაგიდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისთვის სტრატეგიისა და სმაოქმედო გეგმის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენის, მისი შემდგომი განხილვის, მიღებისა და განხორციელების მიზნით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.