სტრასბურგი,
08.06.2012 – კონგრესის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს იან მიკალეფი (მალტა,
ადგილობრივი ხელისუფლების პალატა, EPP/DC) და ჰელენა ფილაჯასაარი (ფინეთი,
რეგიონების პალატა SOC) 2012 წლის 11-დან 13- ივნისამდე განახორციელებს მისიას,
იმისათვის რომ შეფასდეს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობა
საქართველოში. ეს რიგით მეორე ზოგადი სადამკვირვებლო ვიზიტია ქვეყანაში, მას შემდეგ
რაც საქართველომ მოახდინა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის
რატიფიცირება 2004 წელს.
დელეგაციის წევრები ესტუმრებიან
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც ისინი შეხვდებიან მთავრობის ხელმძღვანელსა და
ფინანსთა მინისტრს, ისევე როგორც ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და შუახევის
მერებს. ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსამართლეებს ბათუმში. დელეგაცია ასევე შეხვდება კონგრესში საქართველოს დელეგაციის
წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლებების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს. დღის
წესრიგში დგას შეხვედრა პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან და თბილისისა და
რუსთავის მერებთან.
მოსალოდნელია შეხვედრები ვიცე
პრემიერ მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში და რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან. დელეგაცია ასევე ეწვევა საქართველოს
კონტროლის პალატას და შეხვდება სახალხო დამცველს.
რეკომენდაციის დოკუმენტი
დასამოწმებლად გადაეგზავნება მონიტორინგის კომიტეტს 2012
წლის ოქტომბერში, ხოლო მისაღებად კონგრესს 2013 წლის მარტში.
საკონტაქტო პირი:
სედეფ ქანკოჩაქი, კონგრესის
მონიტორინგის კომიტეტის მეორე მდივანი
მობ: +33650392901
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |