სტრასბურგი
09.05.2012 –
ევროპის
საბჭოს
სახელმწიფოთა
ჯგუფმა
კორუფციის
წინააღმდეგ
(GRECO)
დღეს
თავის
წევრ
ქვეყნებს
მოუწოდა
ჩამოაყალიბონ
გამჭვირვალე
სისტემები
საარჩევნო
და
პარტიების
დაფინანსებისათვის.
წლიურ ანგარიშში,
GRECO
ითვალისწინებს
სახელმწიფოების
მიერ
მარეგულირებელი
მცდელობების
ზრდას,
მაგრამ
ასევე
მიუთითებს
რიგ
ნაკლოვანებებზე:
·
პარტიების
ზოგიერთი
შემოსავლის
წყაროების
გამჭვირვალობა,
როგორებიცაა
შემოწირულობები,
საწევრო
გადასახადები,,
სესხები
ან
დაფინანსებები
ხშირად
უგულვებელყოფილნი
არიან
კანონმდებლობის
მიერ
·
ბევრ
ქვეყანაში
კანონმდებლობა
არ
მოიცავს
ადგილობრივ
პარტიულ
ორგანოებს
და
სხვა
საარჩევნო
კამპანიაში
ჩართულ
პირებს
·
ფინანსური
ინფორმაცია
ხშირად
არ
არის
გამოქვეყნებული
დროულად
და
იოლად
ხელმისაწვდომი
ფორმით
·
ქვეყნების
დიდი
ნაწილი
ვერ
ახერხებს
იქონიოს
რეალურად
დამოუკიდებელი
საზედამხედველო
ორგანო,
და
რიგ
ქვეყნებში
ასეთი
უწყება
ან
საერთოდ
არ
არსებობს,
ან
გააჩნია
შეზღუდული
ფუნქციები
·
სანქციები
ხშირად
სუსტია,
არასაკმარისად
მოქნილი,
შეზღუდული
მასშტაბებში
ან
გამოუყენებელი.
რაც
შეეხება
მექრთამეობას
და
გავლენის
არასათანადოდ
გამოყენებას,
GRECO
მიიჩნევს
რომ
არსებობს
მაღალი
დონის
თავსებადობა
კორუფციის
შესახებ
სისხლის
სამართლის
კონვენციასთან.
თუმცა,
ასევე
აღნიშნავს,
რომ
ზოგიერთმა
ქვეყანამ
უნდა
შეცვალოს
ფრაგმენტული
კანომდებლობები
ამომწურავი
ანტი-კორუფციული
კანონმდებლობით.
კერძო
სექტორში
მექრთამეობა
არის
კორუფციის
ფორმა,
რომელიც
ზოგიერთ
ქვეყნებში
არ
ითვლება
სისხლის
სამართლის
დანაშაულად.
ხოლო
სადაც
ითვლება,
სანქციები
ხშირად
სუსტია.
ბევრ
ქვეყანაში
არსებობს
ტენდენცია
მოეკიდონ
ერთი
ტიპის
კორუფციას
უფრო
სერიოზულად
ვიდრე
სხვებს.
მაგალითად,
სანქციები
პასიური
მექრთამეობისათვის
საზოგადოებრივ
სექტორში
ხშირად
უფრო
მკაცრია
ვიდრე
აქტიური
მხარის
დარღვევების
შემთხვევაში.
რამდენიმე
ქვეყანაში
იშვიათია
კორუფციული
დარღვევების
სამართლებრივი
დევნის
შემთხვევები.
GRECO-ს
პრეზიდენტმა
მარინ
მრჩელამ
განაცხადა
“ზოგადად
ქვეყნები
მნიშვნელოვან
ნაბიჯებს
დგამენ
კორუფციის
წინააღმდეგ
საბრძოლველად
და
პოლიტიკური
დაფინანსების
გამჭვირვალობის
გასაზრდელად,
მაგრამ
კიდევ
ბევრი
რამაა
საჭირო.
ხელისუფლებებმა
უნდა
გამოყენონ
პოლიტიკური
ნება
და
შესაბამისი
რესურსები
იმისათვის,
რომ
კორუფცია
ეფექტურად
იქნას
თავიდან
აცილებული
და
აღმოფხვრილი”.
2012
წელს
GRECO-მ
დაიწყო
ახალი
სფეროს
გამოკვლევა:
კორუფციის
თავიდან
აცილება
პარლამენტის
წევრებთან,
მოსამართლეებთან
და
პროკურორებთან
მიმართებაში.
ესტონეთი,
ლატვია,
პოლონეთი,
სლოვენია
და
დიდი
ბრიტანეთი
პირველი
ქვეყნები
არიან
შეფასებისათვის.
***
GRECO
დაარსებულია
1999
წელს
ევროპის
საბჭოს
მიერ
ქვეყნების
ორგანიზაციის
ანტი
კორუფციულ
სტანდარტებთან
შესაბამისობის
მონიტორინგის
მიზნით.
ამჟამად
იგი
მოიცავს
48
ევროპულ
სახელმწიფოსა
და
ამერიკის
შეერთებულ
შტატებს.
GRECO-
ს
შესახებ
მეტი
ინფორმაცია
More information on GRECO
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge