ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge
09.03.12
სამუშაო ჯგუფის
მეოთხე შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის
საბოლოო პროექტის ჩამოყალიბების მიზნით
2012 წლის 13-15 მარტს,
ყვარლის ტბის კომპლექსში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის მეოთხე
შეხვედრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის
საბოლოო პროექტის ჩამოყალიბებისმიზნით მათი ევროპის საბჭოს სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოსაყვანად. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ორი
საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი ექსპერტი. ღონისძიება ტარდება დანიის საქართველოს
პროგრამა 2010-2013 „სასამართლო
რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა“
ფარგლებში.
2012 წლის მარტისსამუშაო
ჯგუფის შეხვედრას
16 მარტს მოჰყვება
მრგვალი მაგიდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა მინისტრისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის საბოლოო ვერსიის
წარდგენის, მისი შემდგომი განხილვის
და დამტკიცების მიზნით.
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.