პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
07.09.12

ევროპის საჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია წინასაარჩევნოდ თბილისს ეწვევა

სტრასბურგი, 06.09.2012 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ხუთი წევრისაგან შემდგარი დელეგაცია ლუკა ვოლონტეს ხელმძღვანელობით (იტალია,EPP/CD), 2012 წლის 11-12 სექტემბერს განახორციელებს წინასაარჩევნო მისიას თბილისში, რათა შეაფასოს საარჩევნო გარემო და კამპანია 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ.

დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, და შეხვედრები არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან. შეხვედრები ასევე დანიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ამომრჩეველთა სიის დამაზუსტებელი კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეებთან და დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგელებთან.
მოგვიანებით დელეგაცია სრული, 21 წევრიანი შემადგენლობით დაბრუნდება ქვეყანაში, რათა დააკვირდეს ხმის მიცემის პროცესს საბოლოო შეფასების გაკეთებამდე.

                                                                                     ***
პრეს კონფერენცია დაგეგმილია ოთხშაბათს, 12 სექტემბერს 19:30 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობაში (რუსთაველის გამზ. #8)

დელეგაციის წევრები:
ლუკა ვოლონტე (იტალია,EPP/CD), დელეგაციის ხელმძღვანელი
მარიტჩელ მატეუ პი (ანდორა, ALDE)
ქრისტოფერ ჩოუპი (დიდი ბრიტანეთი, GDE)

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს თანამომხსენებლები:
ბორის ცილევიჩი (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC)
მაიკლ ასტრუპ იენსენი (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE)

საკონტაქტო პირი:
ნატალი ბარჯელინი, PACE-ის კომუნიკაციის განყოფილება,
ტელ. +33 6 65 40 32 82,

ელექტრონული ფოსტა: nathalie.bargellini@coe.int
 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.