პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
07.03.12

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე

გენდერული თანასწორობა ცენტრალურია იმ საზოგადოებებისათვის, რომლებიც ჩვენ უნდა შევქმნათ

ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის ხელშეწყობა ჩვენი საქმიანობის ცენტრში უნდა იყოს,” განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა. “ჩვენ არ შეგვიძლია მივაღწიოთ დემოკრატიასა და მუდმივ მშვიდობას სანამ ქალები არ მიიღებენ საზოგადოების ყველა დონეზე მოვლენებზე ზეგავლენის იგივენაირ შესაძლებლობებს, როგორიც კაცებს გააჩნიათ.” განაცხადა მან.

ამ კვირაში ევროპის საბჭო თვალყურს ადევნებს არაბული გაზაფხულის მოვლენებში ქალთა როლს და რეგიონში წამყვანი ქალი პიროვნებების და აქტივისტების ჩართულობას. ქალები ჩართულები იყვნენ ცვლილებისათვის მოძრაობების ყველა ეტაპზე და იცავდნენ სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებს რეგიონის მასშტაბით. 

ყველა ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანია პროგრესისა და რეფორმების წინსვლაში ქალთა წვლილის აღიარება, და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქალთა ხმა ამჟამად გაისმის არაბული საზოგადოებების შექმნისა და დისკრიმინაციასა და სტერეოტიპებთან ბრძოლის პროცესში. თუ ქალები ისევ გამოტოვებულნი იქნებიან, იმედი მომცემი არაბული გაზაფხული შესაძლოა ახალ ზამთრად გადაიქცეს,” განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.