პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
07.03.12
დაგეგმილია ორდღიანი ტრენინგი თბილისის პრობაციის ბიუროს ახლადდანიშნული პრობაციის ოფიცრებისათვის
დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა ფარგლებში ბაკურიანში, სასტუმრო „ვიქტორიაში“ 2012 წლის 10-11 მარტს დაგეგმილია ორდღიანი ტრენინგი თბილისის პრობაციის ბიუროს ახლადდანიშნული პრობაციის ოფიცრებისათვის. ტრენინგს წარუძღვებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერები, რომელთა გადამზადებაც განხორციელდა 2011 წლის ივნისში. ტრენინგის მიზანია პრობაციის ოფიცრები გააცნონ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისას პრობაციის სამსახურის საქმიანობას ევროპული სტანდარტების მიხედვით. წინამდებარე ტრენინგი წარმოადგენს ტრენინგების ციკლის საბოლოო, მეხუთე ტრენინგს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.