
2012 წლის 7-8 თებერვალს თბილისში
ჩატარდება შეხვედრა ქალთა მონაწილეობის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ღონისძიება ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების ინსტრუმენტის (Eასტერნ
Pარტნერსჰიპ Fაცილიტყ) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და
რომელსაც ანხორციელებს ევროპის საბჭო. შეხვედრაზე შეიკრიბებიან პარლამენტისა და
სამოქალაქო საზოგადოების წევრი ქალბატონები აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების
წევრი ქვეყნებიდან , რათა განიხილონ გენდერის როლი არჩევნებში, პოლიტიკურ პარტიებში
და მედიაში, და გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება ოჯახური და პროფესიული
ცხოვრების შეთანხმებასთან დაკავშირებით. განხილვებში საკუთარ წვლილს შეიტანენ
ევროპის საბჭოს გენდერულ და საარჩევნო საკითხთა ექსპერტები, ისევე როგორც ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წევრები. ღონისძიებას ასევე
დაესწრებიან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოში
ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
________________________
სომხეთი, აზერბაიჯანი,
ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |