პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
07.02.12
შეხვედრა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის შესახებ.

2012 წლის 7-8 თებერვალს თბილისში ჩატარდება შეხვედრა ქალთა მონაწილეობის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ღონისძიება ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების ინსტრუმენტის (Eასტერნ Pარტნერსჰიპ Fაცილიტყ) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და რომელსაც ანხორციელებს ევროპის საბჭო. შეხვედრაზე შეიკრიბებიან პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრი ქალბატონები აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების წევრი ქვეყნებიდან , რათა განიხილონ გენდერის როლი არჩევნებში, პოლიტიკურ პარტიებში და მედიაში, და გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება ოჯახური და პროფესიული ცხოვრების შეთანხმებასთან დაკავშირებით. განხილვებში საკუთარ წვლილს შეიტანენ ევროპის საბჭოს გენდერულ და საარჩევნო საკითხთა ექსპერტები, ისევე როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წევრები. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

 

________________________

[1] სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა 


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.