პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
06.12.12
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ეწვევიან
სტრასბურგი, 04,12,2012 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები - მაიკლ ასტრუპ იენსენი (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩი (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) საქართველოს ფაქტების შემსწავლელი მისიით ეწვევიან 2012 წლის 5-7 დეკემბერს.

თბილისში დაგეგმილია მათი შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

თანამომხსენებლები ასევე გამართავენ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ფრაქციებთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, მართლმსაჯულების წარმომადგენლებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, დიპლომატიური კორპუსთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

თანამომხსენებლები პრეს კონფერენციას გამართავენ პარასკევს, 7 დეკემბერს 19:00 საათზე (სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია)

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.