პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
12.07.11

საწვრთნელი სემინარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესახებ

თბილისი, 05.07.2012 – 2012 წლის 5 ივლისს ევროპის საბჭო - ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში - `მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში 2011-2012~, სატუმრო «ბეთსიში»  გაიმართება საწვრთნელი სემინარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის - გამოხატვის თავისუფლების  შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მედიაში მოღვაწე იურისტები და ჟურნალისტები. ღონისძიებას გაუძღვება ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტი დოვიდას ვიტკაუსკასი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი იურისტი, ამჟამად კონსულტანტი ბრიტანულ ორგანიზაციაში Justice, Human Rights, Good Governance.

განსახილველ თემებს შორისაა როგორც ზოგადი საკითხები, როგორიცაა მე-10 მუხლის როლი კონვენციის სისტემაში, ბალანსი პირადულობის დაცვის უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, ასევე უფრო კონკრეტული თემები, რომლებიც შეეხება ამ უფლების შეზღუდვის პროპორციულობის განსაზღვრის საკითხს, ჟურნალისტური წყაროების დაცვას, შეფასებით მსჯელობასა და ფაქტების კონსტატაციას, მე-10 მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის იერარქიას გამოხატვის სხვადასხვა ფორმის მიხედვით და სხვ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

დამატებითი ინფორმაცია :

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების . 26, 0115 თბილისი

ტელ : + 995 32 291 38 70/71/72/73

ფაქსი : + 99532 291 38 74

მობ: (+995 593) 727767

ელ.ფოსტა : : informtbilisi@coe.int

ვებ გვერდი: http://www.coe.ge

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.