პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
05.01.12

დაწესდა ევროპის ნარკომანიის პრევენციის  მე-5 პრემია

ევროპის ნარკომანიის პრევენციის პრემია 2012 დაწესდა ჟიურის 2  წევრის მიერ სამშაბათს, 2011 წლის 13 დეკემბერს  ლუბლიანაში. პრემიის დაწესებასთან ერთად, დაიწყო განაცხადებების მიღება პროექტებზე, რომლებსაც ქმნიან ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოში, ასევე მაროკოში, რომელიც მიუერთდა პომპიდუს ჯგუფს 2011 წლის 1 ივლისს, ალჟირში, ეგვიპტეში, ლიბანსა და ტუნისში, ნარკოტიკებისა და დამოკიდებულების წინააღმდეგ ხმელთშუაზღვისპირეთის ქსელის (MedNet) ქვეყნებში. 2012 წლის ბოლოს, პომპიდუს ჯგუფის შუალედური კონფერენციის დროს,  შვიდკაციანი ჟიური დააჯილდოებს 3 ახალგაზრდულ პროექტს ეფექტიანობისათვის, ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობისა და ნარკოტიკების პრევენციის ნოვატორული გზების მოძიებისთვის. განაცხადები მიიღება 2012 წლის 30 მარტამდე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ პრემიის ვებ-გვერდს: http://www.coe.int/t/dg3/pompidou/Initiatives/PreventionPrize/default_en.asp

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.