პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
04.12.12
თბილისის საერთაშორისო ფილმის ფესტივალის ფარგლებში ფილმ 'Parada’-ს ჩვენება

გთხოვთ მობრძანდეთ თბილისის საერთაშორისო ფილმის ფესტივალის ფარგლებში ფილმ “Parada-ს ჩვენებაზე. ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალ, სერბულ ენაზე ქართული და ინგლისური სუბტიტრებით, 8 დეკემბერს 17:00 საათზე კინოთეატრ რუსთაველში. ჩვენების შემდეგ მოეწყობა კითხვა პასუხის სეანსი ფილმის რეჯისორთან. ფილმის ჩვენება და რეჯისორის დასწრება წლევანდელ ფესტივალზე დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ლგბტ პროექტის მიერ.

Parada-ს მიღებული აქვს ბერლინის კინოფესტივალის (სექცია „პანორამა“) სამი პრიზი  2012 წელს. ფილმი ეხება ჰომოსექსუალების უფლებებს სერბეთში და ყვება ბელგრადში გეი აღლუმის ისტორიას.

რადომილო (35) და მირკო (30) ახალგაზრდა და წარმატებული გეი წყვილია. ისინი ცდილობენ ყურადღების ცენტრში მოხვედრის გარეშე ცხოვრებას, თუმცა მიუხედავად ამისა ყოველ დღე უწევთ ჰომოფობი უმრავლესობის მხრიდან ძალადობასთან დამკლავება. მირკო ლგბტ უფლებების აქტივისტია, და მისი ოცნებაა ბელგრადში პირველი წარმატებული გეი აღლუმი მოაწყოს. ეს ფაქტიურად ‘შეუძლებელი მისიაა’ - 2001 წელს მსგავსი ცდა სისხლისღვრით დამთავრდა. ვითარება დიდად არც ათი წლის შემდეგ შეცვლილანაციონალისტური და ნეო-ნაცისტური ორგანიზაციები გეი აღლუმის ჩატარების შემთხვევაში მისი დარბევით იმუქრებიან, პოლიცია კი უარს ამბობს აღლუმის მონაწილეების დაცვაზერადომილოსა და მირკოს ცხოვრებაში უცნაური წყვილი ჩნდება - ლემონი (45), ჰომოფობი ყოფილი კრიმინალი და ომის ვეტერანი, მცირე ზომის უსაფრთხოების კომპანიის მფლობელი, და მისი საცოლე პერლი (30) სილამაზის სალონის მფლობელი. მოვლენების მოულოდნელი განვითარების შედეგად, ლემონი ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველად აღმოაჩენს საკუთარ თავს.

 

რეჟისორის, სრჯან დრაგოევიჩი

დაიბადა 1963 წელს, იუგოსლავიაში. იმავე უნივერსიტეტში კინორეჟისურაზე სწავლის დაწყებამდე დამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1992 წელს გადაიღო სადებიუტო ფილმი, კომედიაჩვენ ანგელოზები არა ვართ“. წერდა ლექსებს და გამოქვეყნებული აქვს ორი პოეტური კრებული. მოგვიანებით 1996 წელს გადაწყვიტა საკუთარი დრო და ენერგია ფილმისათვის მიეძღვნა. მისმა ფილმმა Parada  2012 წლის ბერლინის კინოფესტივალზე სამი პრიზი დაიმსახურა.

 

ევროპის საბჭოს ლგბტ პროექტის შესახებ

ევროპის საბჭოს ლგბტ პროექტის, გრძელვადიანი მიზანია ხელი შეუწყოს ევროპაში ლგბტ პირთა  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. პროექტი მხარს უჭერს წევრი ქვეყნების მთავრობებს განავითარონ ძლიერი, ჯვარედინ-დარგობრივი ლგბტ პოლიტიკა, აძლიერებს ადამიანის უფლებების დაცვას ლგბტ პირებისათვის და მხარს უჭერს ბრძოლას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

 

Eurimage-ის შესახებ

Parada-ს მიღებული აქვს ფინანსური დახმარება Eurimages-გან, რომელიც არის ევროპის საბჭოს ფონდი, რომელიც მუშაობს ევროპული კინემატოგრაფიის ნიმუშების თანა-წარმოებასა და გავრცელებაზე. რამდენიმე წლევანდელ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილ ფილმს მიღებული აქვს დახმარება Eurimage-საგან. საქართველო Eurimage-ის წევრი გახდა 2011 წელს და ქართული ფილმები უკვე იწყებენ ამ ფონდის წევრობის შედეგად არსებული უპირატესობებით სარგებლობას.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.