პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
04.12.12
საჭიროა ეფექტური ზომების მიღება საქართველოში არასათანადო მოპყრობისა და წამების აღმოსაფხვრელად
სტრასბურგი, 4/12/2012 – „საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს საჯარო მოხელეების მიერ პატიმართა და სხვა დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ანგარიშვალდებულების სისტემის გამოსასწორებლად. საჭიროა მუდმივი სიფხიზლე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას წამების აბსოლუტური აღკვეთის ეფექტურობა. მე ვგეგმავ ამ საკითხებზე ფოკუსირებას ხელისუფლების წამომადგენლებთან დიალოგის და ასევე სააქართველოში ჩემი მომავალი ვიზიტის დროს“ განაცხადა ეფროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ნილს მუიჟნიეკსმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბნ. ბიძინა ივანიშვილისადმი მის დღეს გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით.

მიესალმება რა რიგ დაუყოვნებლივ ზომებს, რომლებიც მიღებული იქნა ციხეებში ძალადობით გამოწვეული სკანდალის საპასუხოდ, და აღნიშნავს რა საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებულ პირობას, რომ მსგავსი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები აღა იქნება დაშვებული, კომისარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამჟამად საჭიროა ეფექტური გამოძიების ჩატარება, იმისათვის რომ დადგენილნი და დასჯილნი იყვნენ ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან თავისუფლებააღვკეთილი პირების მიმართ არასადანაოდ მოპყრობაზე.

„ძალადობაში მონაწილე პირდაპირ დამნაშავეთა გარდა უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც გასცეს ბრძანებები, ან რომლებიც ინფორმირებულნი ყვნენ ძალადობების შესახებ. გამოყენებული უნდა იქნას , დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელი, მაგრამ სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი. გამოძიება და მართლმსაჯულების პროცესები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს, რათა დაცული იქნას კანონის უზენაესობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების ერთიანობა და სანდოობა.

კომისარი ასევე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მსხვერპლთა, მოწმეთა და მათი ოჯახების დაცვა. რაც ასევე ვრცელდება შესაძლო შურისძიებისაგან დაცვა იმ საჯარო მოხელეებისა, რომელთაც ქონდათ კავშირი ხსენებულ საქმეებთან, ასევე საჭიროა მათთვის ადექვატური იურიდიული დახმარების, და ასევე სამედიცინო და ფსიქო-სოციალური დახმარების აღმოჩენა.

საბოლოოდ, კომისარი მუიჟნიეკსი აღნიშნავს, რომ ციხეებში არასათანადო მოპყრობის ფენომენი არ უნდა იქნას განხილული პენიტენციური სისტემისა და ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკისაგან განცალკევებით. „პატიმართა რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში, რაც ნაწილობრივ წვრილმანი დანაშაულის მიმართ ‘ნულოვანი ტოლერანტობის’  და არაპროპორციულად ხანგრძლივი სასჯელების შედეგია. საჭიროა გატარებული იქნას უფრო მეტად ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების პოლიტიკა და შემცირებული იქნას წინასწარი პატიმრობისა და სასჯელის გამოყენების შემთხვევები.

საქართველოს პრემიერ მინისტრის საპასუხო წერილი

კომისრის ოფისის საკონტაქტო პირი პრესისათვის:

სტეფანო მონტანარი, + 33 (0)6 61 14 70 37; stefano.montanari@coe.int

www.commissioner.coe.int; Twitter: @CommissionerHR

ადამიანის უფლებათა კომისარი არის ევროპის საბჭოში არსებული დამოუკიდებელი, არა სამართლებრივი ინსტიტუცია, რომლის მანდატიც არის ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებზე ცნობიერების ამაღლებასა და პატივისცემას ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩეულმა კომისარმა, ბატონმა ნილს მუიჟნიეკსმა ეს პოსტი 2012 წლის 1 აპრილს დაიკავა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.