პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
04.10.12

გენერალური მდივანი იაგლანდი საქართველოში არჩევნების შემდგომ ხელისუფლების კონსტრუქციული გადაცემისკენ მოუწოდებს

გენერალურმა მდივანმა იაგლანდმა 3 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შემდგომი განცხადება გაავრცელა:

" ღია და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიერ შეფასდა როგორც დემოკრატიული, მკაფიოდ და უტყუარად ასახავს ქართულ საზოგადოებაშო ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიული ცვლილებების წარმატებას.

მე ვულოცავ კოალიცია ქართული ოცნებას არჩევნებში გამარჯვებას.

ეხლა მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპის დასრულება და ხელისუფლების გადაცემა წყნარ და კონსტრუქციულ გარემოში მოხდეს.

ევროპის საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შემდგომშიც დახმარებას გაუწიოს ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურ ქართულ დემოკრატიას ფუნდამენტალური ღირებულებების დაცვისა და მომავალი გამოწვევების დაძლევის პროცესში. "

 

www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.