პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
04.10.12

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის კონსტრუქციულ პოზიცია

სტრასბურგი 03.10.2012 – ‘ საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების განსამტკიცებლად. მე განსაკუთრებით მინდა მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილის კონსტრუქციულ მიდგომას, მან გამოთქვა სურვილი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებ დიალოგისაკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ერთად მუშაობის წარმატება ქართველი ხალხის ინტერესების დაცვისა და რეგიონში სტაბილურობისათვის,’ განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა, ჟან კლოდ მინიონმა სტრასბურგში, ასამბლეის საშემოდგომო სესიის დროს.

 

www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.