პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
04.05.12

კასკადური ტრენინგები სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთათვის

ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტისარასათანადო მოპყრობასა და დაუსჯელობასთან ბრძოლის ხელშეწყობაფარგლებში, რუსთავში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასწავლო ცენტრში, 2012 წლის 10-11 და 24-25 მაისს დაგეგმილია ორდღიანი ტრენინგები სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთათვის. ტრენინგების მიზანია სისტემის თანამშრომლები უკედ გაეცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციას, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებსა და სტამბულის ოქმის მოთხოვნებს. ტრენინგები ჩატარდება ამავე პროექტის ფარგლებში 2012 წლის თებერვალში გამოცდილი უცხოელი ექსპერტების მიერ გადამზადებული, სასჯელაღსრულების სიტემაში მოქმედი ქართველი ტრენერების მიერ.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.