პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
03.10.12
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება 2006 წელს 5 ქართველი აქტივისტის დაპატიმრებებთან დაკავშირებით
საქმეზე კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (საქმე # 1484/07), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება რომ:

დაირღვა ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 5 § 1 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მუხლი 6 § 1, მუხლ 6 § 3 (c) ერთად (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მუხლი 11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და ოქმი  #7, მუხლი 2 (გასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებში).

საქმე ეხებოდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის თანასწორიბის ინსტიტუტის ხუთი წევრის დაპატიმრებასა და ადმინისტრაციულ დაკავებას (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სასამართლოსადმი უპატივცემულობისათვის)  მათ მიერ 2006 წლის 29 ივნისს დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღების გამო. დემონსტრაცია მხარს უჭერდა სატელევიზიო არხის ორ მფლობელს, რომელთა საქმეზეც სასამართლო სხდომა ტარდებოდა იმავე დღეს.

კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.