სტრასბურგი,
01-04-2012 –
ნილს
მუიჟნიეკსმა
დღეიდან
ევროპის
საბჭოს
ადამიანის
უფლებათა
კომისრის
პოსტი
დაიკავა.
ევროპის
საბჭოს
საპარლამენტო
ასამბლეის
მიერ
2012
წლის
იანვარში
არჩეული
მუიჟნიეკსი
რიგით
მესამე
კომისარია,
თომას
ჰამარბერგის
(2006-2012)
და
ალვარო
გილ-რობლესის
(1999-2006)
შემდეგ.
‘ჩემი
მიზანია
განვაგრძო
დაწყებული
საქმე
იმისათვის,
რომ
განვითარდეს
კომისარის
ოფისის
წვლილი
წევრ
ქვეყნებში
ადამიანის
უფლებების
ეფექტურ
დაცვასა
და
უზრუნველყოფაში’
განაცხადა
მუიჟნიეკსმა.
‘ამ
ძალისხმევის
მთავარი
შემადგენელი
ნაწილია
ოფისის
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის
შენარჩუნება.
მე
ასევე
განვაგრძობ
ქვეყნებისა
და
თემატიკის
განხრით
მუშაობას
განსაკუთრებული
ყურადღებით
ყველაზე
მეტად
მოწყვლად
ჯგუფებზე,
როგორებიცაა
ბავშვები,
ხანდაზმულები
და
უნარშეზღუდული
ადამიანები.
ეს
ყველაფერი
მეტად
მნიშვნელოვანია
იმ
დროს,
როდესაც
ეკონომიკურმა
კრიზისმა
შეიძლება
ხელი
შეუშალოს
ადამიანის
უფლებების
დაცვას’.
შემდგომი
სამუშაო
შეეხება
მიგრანტების
უფლებების
დაცვას,
თავშესაფრის
მძებნელებისა
და
ლტოლვილების
ჩათვლით;
ქალთა
უფლებებს
და
გენდერულ
თანასწორობას;
უმცირესობათა
უფლებებს,
და
ადამიანის
უფლებების
სტანდარტების
პატივისცემას
საინფორმაციო
საზოგადოებაში,
კონკრეტულად
რაც
შეეხება
მედიის
თავისუფლებას,
მონაცემთა
დაცვას,
სოციალურ
ქსელებსა
და
ციფრული
წიგნიერების
ხელმისაწვდომობას.
კომისარი
ასევე
გააფართოვებს
თანამშრომლობას
ადამიანის
უფლებების
დაცვის
ეროვნულ
სტრუქტურებთან,
ეროვნულ
დონეზე
ადამიანის
უფლებებზე
ორიენტირებული
პოლიტიკის
წახალისებისა
და
წევრ
ქვეყნებში
სისტემური
ნაკლოვანებების
გამოსწორების
მიზნით.
‘ხალხთან
ახლოს
ყოფნა
და
ეროვნულ
ხელისუფლებებთან
დიალოგში
ობიექტურობა
იქნება
ჩემი
მანდატის
მახასიათებელი.
ეს
მახასიათებელი
ნამდვილად
აუცილებელია
ნებისმიერისათვის,
ვისი
მიზანიცაა
ყველა
ადამიანის
უფლებების
დაცვა.’
ნილს
მუიჟნიეკსი
(48),
ეროვნებით
ლატვიელია,
იგი
ბოლო
ორი
ათწლეულის
განმავლობასი
მუშაობდა
ადამიანის
უფლებების
დაცვის
სფეროში
და
გააჩნია
დიდი
ცოდნა
საერთაშორისო
მასშტაბით
ადამიანის
უფლებების
მონიტორინგის,
ტრენინგისა
და
განათლების
სფეროში.
ადამიანის
უფლებების
კომისრად
დანიშვნამდე
მას
ეკავა
ისეთი
მნიშვნელოვანი
პოზიციები,
როგორებიცაა:
რიგაში,
ლატვიის
უნივერსიტეტის
სოციალურ
მეცნიერებათა
ფაკულტეტთან
არსებული,
მოწინავე
სოციალურ
და
პოლიტიკური
კვლევათა
ინსტიტუტის
ხელმღვანელი
(2005-2012);
რასიზმისა
და
არატოლერანტულობის
წინააღმდეგ
ევროპული
კომისიის
თავმჯდომარე
(2010-2012);
ლატვიელი
მინისტრი,
პასუხისმგებელი
სოციალური
ინტეგრაციის,
დისკრიმინაციის
საწინააღმდეგო,
უმცირესობათა
უფლებების
და
სამოქალაქო
საზოგადოების
განვითარებაზე
(2002-2004);
და
ადამიანის
უფლებების
და
ეთნიკური
სწავლებებების
ლატვიური
ცენტრის
–
ამჟამად
ადამიანის
უფლებების
ლატვიური
ცენტრის
–
დირექტორი
(1994-2002).
მანდატის
ცვლილება
ასევე
ასახულია
კომისრის
ახალ
ვებ-გვერდზეც.
კომისრის
ოფისის
პრეს
სამსახური:
სტეფანო
მონტანარი,
+ 33 (0)6 61 14 70 37;
stefano.montanari@coe.int
მიჰყევით
კომისარს
Twitter-ზე
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge