2012
წლის 7-9 თებერვალს, ყვარლის ტბის კომპლექსში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის
შემდგომი მომზადებისა და განხილვის მიზნით მათი ევროპის საბჭოს სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოსაყვანად. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ორი
საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი ექსპერტი. ღონისძიება ტარდება დანიის საქართველოს
პროგრამა 2010-2013 `სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების
ხელშეწყობა~ ფარგლებში.
2012 წლის
მარტში გაიმართება დამატებითი შეხვედრა, რასაც მოჰყვება მრგვალი მაგიდა საქართველოს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისთვის
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენის, მისი
შემდგომი განხილვის, მიღებისა და განხორციელების მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |