პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
02.07.12
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საბადრაგო სამსახურის დებულებების შემუშავების მიზნით
დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა ფარგლებში ლოპოტის ტბის კურორტზე 2012 წლის 6-8 ივლისს დაგეგმილია სამღიანი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სასჯელაღსრულების სისტემის საბადრაგო სამსახურის დებულების შემუშავების მიზნით. დებულების პროექტი მიზნად ისახავს საბადრაგო სამსახურის უფლება-მოვალეობების გაწერას პატიმართა ტრანსპორტირებისას და განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე პატიმართა ეტაპირების დროს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. ევროპის საბჭოს ორი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობა შეხვედრაში ხელს შეუწყობს დებულების შემუშავების პროცესს.

შეხვედრის შედეგად შემუშავებული საბადრაგო სამსახურის დებულება 2012 წლის 16 ივლისს დაგეგმილ მრგვალ მაგიდაზე წარედგინება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შემდგომი განხილვის მიზნით.

 

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.