27
მარტს
სტრასბურგში
გაიმართა
შეხვედრა
საქართველოს
ხელისუფლების,
ევროპის
საბჭოს
წარმომადგენლებსა
და
მათ
ექსპერტებს
შორის,
რომლის
განხილვის
თემაც
იყო
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
პროექტი.
შეხვედრაზე
იმსჯელეს
ევროპის
საბჭოს
ექსპერტთა
მიერ
მომზადებულ
დასკვნაზე
კოდექსის
პროექტის
შესახებ.
ძირითადი
აქცენტი
გაკეთდა
პროექტის
ევროპულ
სტანდარტებთან
შესაბამისობაზე,
კერძოდ,
ადამიანის
უფლებების
ევროპული
კონვენციის
მოთხოვნებზე.
ექსპერტებს
წინასწარ
წერილობით
გადაეცათ
საქართველოს
სამოქალაქო
საზოგადოების
მოსაზრება
კოდექსის
პროექტის
შესახებ.
ევროპის
საბჭოს
რეკომენდაციებისა
და
კანონპროექტის
დეტალური
განხილვის
შემდეგ,
ქართული
მხარე
ცვლილებებს
შეიტანს
არსებულ
კანონპროექტში
და
გაუგზავნის
მას
ევროპის
საბჭოს
ხელახალი
დასკვნისათვის.
შეხვედრა
ორგანიზებული
იყო
დანიის
მთავრობისა
და
ევროპის
საბჭოს
ერთობლივი
პროექტის
“დანიის
საქართველოს
პროგრამა
(2010-2013) - სასამართლო
რეფორმის,
ადამიანის
და
უმცირესობათა
უფლებების
ხელშეწყობა”
ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |