თბილისს,
ევროპის
საბჭოს
ევროპული
კინოს
მხარდაჭერის
ფონდის
-
ევრიმაჟის
აღმასრულებელი
დირექტორი
-
რობერტო
ოლა
ეწვია.
ევრიმაჟის
ფონდის
ხელმძღვანელს
საქართველოში
ეროვნულმა
კინოცენტრმა
უმასპინძლა.
რობერტო
ოლა
15
მარტს,
ქართული
კინოსექტორის
წარმომადგენლებს
შეხვდა
და
გამართა
პრეზენტაცია
ევრიმაჟის
შესახებ.
ქართველი
პროდიუსერები
დეტალურად
გაეცვნენ,
რას
წარმოადგენს
ევროპის
საბჭოს
კინოს
განვითარების
და
მხარდაჭერის
ფონდი
და
როგორ
უნდა
ჩაერთონ
მასში
ევროპული
დაფინანსების
მოსაძიებლად
ქართული
კინოპროექტებისთვის.
ვიზიტის
ფარგლებში
რობერტო
ოლამ
გამართა
შეხვედრები
კულტურისა
და
ძეგლთ
დაცვის
სამინისტროში
და
ასევე
შეხვდა
კინოთეატრების
წარმომადგენლებს.
ევროპის
საბჭოს,
ევროპული
კინოს
მხარდაჭერის
ფონდის
ევრიმაჟის
მმართველი
საბჭოს
შეხვედრის
გადაწყვეტილების
თანახმად,
რომელიც
შედგა
2011
წლის
10
ივნისს,
ფინეთის
ქალაქ
ჰელსინკში,
საქართველო
გახდა
ევრიმაჟის
36-ე
წევრი
ქვეყანა.
Eurimages-ის
ფონდის
მიზანია,
ევროპული
კინოინდუსტრიის
ხელშეწყობა
და
პოპულარიზაცია
კინოწარმოების,
დისტრიბუციის
წახალისებითა
და
პროფესიონალთა
შორის
თანამშრომლობის
გაღრმავების
გზით.
ევრიმაჟის
რესურსები
შედგება
წევრი
ქვეყნების
წლიური
საწევრო
შენატანისგან.
ფონდი
ოთხი
ძირითადი
მიმართულებით
ახორციელებს
დაფინანსებას:
-
კოპროდუქციის
მხარდაჭერა
-
დისტრიბუციის
მხარდაჭერა
-
კინოთეატრების
მხარდაჭერა
-
იმ
კინოთეატრების
ციფრული
ტექნოლოგიებით
აღჭურვა,
რომლებიც
არიან
ევრიმაჟის
ქსელის
წევრები.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |