საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

ჟან – მარი ჰეიდტი

51 წლის, დაქორწინებული, ჰყავს ხუთი შვილი

ორმაგი მოქალაქეობა: შვეიცარიელი და ფრანგი
დაიბადა როგენბურგში (შვეიცარია – ბაზელის მიწა)
მცხოვრები შილტინჰაიმში (საფრანგეთი)
ამჟამინდელი თანამდებობა

გენერალური დირექტორი
ქვემო რაინის ოჯახების საყოველთაო გაერთიანება (ქვემო რაინის ოჯახების ასოციაცია)
, სტრასბურგი

1946 წელს დაარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ოჯახებთან მათი ცხოვრების ყველა სფეროში, უძღვება 40-მდე განყოფილებას 400 თანამშრომლით.
მისი 11,000 წევრი და 877 მოხალისე ქვემო რაინის მასშტაბით ორგანიზებას უწევს და მონაწილეობს მრავალ ნებაყოფლობით ღონისძიებაში.

პროფესიული გამოცდილება

გენერალური დირექტორის მოადგილე
კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროფესიული წვრთნისა და კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
საგანმანათლებლო და სოციალური სამსახურის უმაღლესი სკოლა

უნივერსიტეტის ლექტორი
ზემო ალზასის უნივერსიტეტი

დამატებითი გამოცდილება & გამოცდილება ასოციაციურ საქმიანობაში:
  • ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის პრეზიდენტი
  • ადმინისტრაციული თანამშრომელი, ქვემო რაინის დეპარტამენტის ასოციაციათა კავშირი
  • ადმინისტრაციული თანამშრომელი, სტრასბურგის სოციალური მომსახურების კომუნალური ცენტრი
  • ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის დაჯგუფების - “ევროპის სოციალური ქარტია, სოციალური პოლიტიკა” პრეზიდენტი (2002-2008)
  • ევროპის საბჭოს მიერ დანიშნული ექსპერტი კვლევის მოსამზადებლად თემაზე: ევროპული ქალაქების როლი უკიდურეს სიღარიბესთან ბრძოლაში
  • ადმინისტრაციული თანამშრომელი, სოციალურ საქმეთა, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების რეგიონული სპეციალიზებული ასოციაცია
  • მერის საპატიო მოადგილე (1989 - 2001), პასუხისმგებელი სოციალურ საკითხებსა და სოციალური საქმიანობის კომუნალური ცენტრის ხელმძღვანელობაზე, ყოფილი მუნიციპალური მრჩეველი
  • ყოფილი ადმინისტრაციული თანამშრომელი, Strasbourg Teaching Hospitals
  • ევროპის საბჭოს ექსპერტი პროექტებში: “ადამიანური ღირსება და სოციალური გარიყვა” და “განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის”
  • სათემო სოციალური მუშაკი, მიმაგრებული ახალგაზრდულ სასამართლოებზე
  • მკვლევარი სამინისტროთაშორისო კვლევის ფარგლებში ნარკოტიკული დამოკიდებულების დაძლევისათვის საჭირო სამედიცინო, სოციალური და საგანმანათლებლო პოტენციალის შესახებ, ჩატარებული საფრანგეთის იუსტიციისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროების დაკვეთით
წვრთნა & კვალიფიკაცია შედარებითი საგანმანათლებლო მეცნიერების დოქტორი, უნივერსიტეტი ლიონი 2
ევროპულ სწავლებათა მაგისტრის დიპლომი, თემა - საზოგადოებრივი და კულტურული ძვრები ევროპაში, პარიზი

 


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.