კონგრესი

ადგილობრივ დემოკრატიაზე მეთვალყურეობა ყველა სახელმწიფოში

ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, შემუშავდა 1985 წელს და წარმოადგენს სახელმძღვანელო ინსტრუმენტს, რომელსაც ამ სფეროში ევროპის საბჭო ეფუძნება. დღეისათვის, მის ხელმომწერ 42 სახელმწიფოთაგან 41-მა განახორციელა რატიფიცირება.

კონგრესის მოვალეობაში შედის სხვადასხვა სახის მოხსენების მომზადება, რათა შეფასდეს, თუ რა მასშტაბებს იძენს ქარტიის პრაქტიკული ხორცშესხმა:

  • სამონიტორინგო მოხსენებები ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, მომზადებული თითოეულ სახელმწიფოსთან მიმართებაში.

ხელმომწერ სახელმწიფოებში 2006/2007 წლებისთვის სამუშაოს დასასრულებლად, 1995 წლის შემდგომ მომზადდა 42 მოხსენება. ახალ დემოკრატიულ სისტემებში არსებული მდგომარეობის შესწავლის გარდა, კონგრესი სერიოზულად ეკიდება მდგომარეობის ანალიზს უფრო ძველი დემოკრატიული ტრადიციების მქონე სახელმწიფოებში.

სამონიტორინგო საქმიანობა ქმნის მნიშვნელოვან ბაზას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის საკითხების გარშემო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებთან. ეს საშუალებას აძლევს კონგრესს, რათა ადგილობრივი და რეგიონული მოწყობის სფეროში მოქმედი მისი უმთავრესი კონვენციები თუ სამართლებრივი ინსტრუმენტები გააცნოს მთავრობებს, პარლამენტებს, ორგანიზაციებს, არჩევით წარმომადგენლებსა და მედიას. ამგვარ ანგარიშებში ჩადებული დასკვნების გათვალისწინებით, წევრ სახელმწიფოებში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა გატარებულა.

  • ზოგადი ანგარიშები გვთავაზობს ორგანიზაციის წევრ და გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის განხორციელების საფუძვლიან ანალიზს.
  • ე.წ. “მეორე თაობის” ანგარიშები, რომლებიც განავრცობს აღნიშნულ სამუშაოს.
  • ყველა ანგარიში
  • საქართველო

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.