ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობანი

ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობები მოიცავს ურთიერთობებს:

  • სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან
  • არაწევრ სახელმწიფოებთან

ევროპის საბჭოს პოლიტიკა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, ისევე როგორც არაწევრ სახელმწიფოებთან მიმართებაში ნაკარნახებია სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მე-3 სამიტის გადაწყვეტილებებით, რომელიც 2005 წლის მაისში გაიმართა. მასზე მიღებული დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა, განსაზღვრავს რა ევროპის საბჭოს უძირითადეს მიზნებს, ადასტურებს მის როლს ევროპულ ასპარეზზე. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა განაცხადეს თავიანთი მიზანსწრაფვის შესახებ, “უზრუნველყონ ევროპის საბჭოს და დემოკრატიული და უსაფრთხო ევროპის შენებაში ჩაბმული სხვა ორგანიზაციების ურთიერთშემავსებლობა”, ცხადი აქცენტის მიმართვით ევროკავშირთან, ეუთოსთან და გაეროსთან ურთიერთობებზე.

საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის (DER) ზოგადი მანდატი გულისხმობს გენერალური მდივნისა და ორგანიზაციის საწესდებო ორგანოების, სხვა უწყებებისა და სამდივნოს დეპარტამენტების დახმარებასა და რჩევის გაწევას სპეციფიკურ საკითხებზე, რომლებიც შეეხება ევროპის საბჭოს ურთიერთობებს არაწევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის დამკვირვებელ სახელმწიფოებთან და სხვა ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორობის ხელშეწყობას, ეფექტიანობის ამაღლებას, დუბლირების თავიდან აცილებასა და ჩვენი თანამშრომლობის რაციონალიზებას, სამდივნოს ძალისხმევის მეტ აქცენტირებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი პროფილის გამოკვეთას. პროტოკოლის სამსახურის მეშვეობით, პროტოკოლთან დაკავშირებულ საკითხებზე ის სათანადო რჩევით უზრუნველყოფს ზემოხსენებულ ორგანოებს, საჭიროების შემთხვევაში კი დიპლომატიურ მისიებს და იღებს შესაბამის ზომებს.

დოკუმენტები

  • ვარშავის დეკლარაცია (2005)
  • ვარშავის სამოქმედო გეგმა (2005)
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1247 (1994) ევროპის საბჭოს გაფართოების შესახებ
  • მინისტრთა კომიტეტის პასუხი აღნიშნულ რეკომენდაციაზე, მიღებული მინისტრთა მოადგილეების 529-ე შეხვედრაზე, 1995 წლის 20-21 თებერვალი
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1506 (2006) ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა შესახებ
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1753 (2006) ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა შესახებ
  • მინისტრთა კომიტეტის პასუხი აღნიშნულ რეკომენდაციაზე, მიღებული მინისტრთა მოადგილეების 984-ე შეხვედრაზე, 2007 წლის 17-18 იანვარი
  • წლიური ანგარიშები ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა შესახებ: 2007, 2008, 2009
  • ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა მიმოხილვები: 2007, 2008, 2009
  • ევროპის საბჭოს მიერ სხვა საერთაშორისო სამთავრობათშორისო ორგანიზაციებთან თუ საერთაშორისო საჯარო უწყებებთან მიღწეულ შეთანხმებათა სია

სასარგებლო ბმულები


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.