ევროპის საბჭო

მატეო სორინასი, საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი

მატეო სორინას ბალფეგო 2006 წლის 1 თებერვლიდან არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი. ის ამ თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით აირჩია საპარლამენტო ასამბლეამ 2005 წლის 4 ოქტომბერს.

ბ-ნი სორინასი დაიბადა 1946 წლის 13 მარტს ტარაგონაში (ესპანეთი). 1968 წელს მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში ფიზიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ის მუშაობდა მასწავლებლად ლას პალმასში, სადაც იმავდროულად გახლდათ მასწავლებელთა კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

მას შემდეგ, რაც ესპანეთში აღდგა დემოკრატია და ეს სახელმწიფო გაწევრიანდა ევროპის საბჭოში, 1978 წელს ბ-ნი სორინასი გახდა ერთ-ერთი პირველი ესპანელ საჯარო მოხელეთაგან, რომლებიც შეუდგნენ ევროპის საბჭოში მუშაობას.

მას შემდგომ ბ-ნი სორინასი მუშაობს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოში, სადაც მსახურობდა გარემოს, მიგრაციისა და პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტებში და აგრეთვე პოლიტიკურ მრჩევლად პრეზიდენტის აპარატში. 1994 წლიდან ის იყო ძირითად მომსახურებათა დირექტორატის უფროსი, 1997 წელს კი დაინიშნა პოლიტიკურ და სამართლებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2002 წლიდან კი ის იყო ასამბლეის გენერალური დირექტორი.

საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი უზრუნველყოფს ასამბლეის შეუფერხებელ მუშაობას, ხორცს ასხამს მის გადაწყვეტილებებს და კოორდინირებას უწევს კომიტეტების მუშაობას.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.