წილობრივი შეთანხმება

სოციალური ინტეგრაციის გენერალური დირექტორი: “რას ვსაქმიანობთ?

სოციალური ინტეგრაცია პოლიტიკური კონცეფციაა, რომელიც წარმოაჩენს მტკიცე კავშირებს ევროპის საბჭოს ძირითად ღირებულებებს შორის. ის ქმნის სრულიად აუცილებელ პირობას დემოკრატიული სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის ევროპის მასშტაბით.

ამ კონტექსტში, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ სოციალურ უფლებათა ხელშეწყობა, რომელიც, განსაკუთრებით ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მიიჩნევა როგორც “ადამიანის უფლებათა პური და კარაქი”. ჩვენ ასევე ვზრუნავთ ადამიანის ისეთი ძირითადი უფლებების დაცვაზე, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვისა და მისი თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლებები. ჩვენი დევიზი ყოველთვის გახლდათ “ნუ ექნებათ ღარიბი ჯანმრთელობა ღარიბ ადამიანებს”. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ჩვენს მიერ წარმართული საქმიანობის სხვა ძირითადი მხარეებია მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა და ფალსიფიცირებულ მედიკამენტებთან ბრძოლა.

ჩვენი საქმიანობა ყურადღებას მიაპყრობს ასევე ადამიანის უფლებების მთელი სპექტრისკენ, რომლებიც შეეხება მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა მიგრანტები, ბოშები და უნარშეზღუდული ადამიანები (სხვათა შორის, რაოდენობრივად ეს უკანასკნელნი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს შეადგენენ ევროპაში, რომელიც მილიონზე მეტ ადამიანს ითვლის). ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობთ ევროპის მომავლისკენ – ბავშვებისკენ და ვიცავთ მათ უფლებებს უფროსების უფლებების დარად. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ბავშვები არ არიან პატარა ადამიანები პატარა უფლებებით.

ღარიბების გაძლიერება, საზოგადოებათა წინსვლის გაზომვა კეთილდღეობის ინდიკატორების შემუშავების გზით, ისევე როგორც სათანადო მართვის ხელშეწყობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და პაციენტის მონაწილეობა წარმოადგენს ღირებულ შენატანს ევროპის საბჭოს სხვა უმთავრესი ღირებულების, დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

ჩვენი გენერალური დირექტორატის ძვირფას ქვას წარმოადგენს ოვიედოს კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ, ერთადერთი იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს თანაბარი ბალანსის შენარჩუნებას კვლევის თავისუფლებასა და ინდივიდის დაცვას შორის.

ესენი არ გახლავთ ჩვენი საქმიანობის სრული ჩამონათვალი, არამედ უმთავრესი მაგალითები იმისა, თუ რას ვსაქმიანობთ საიმისოდ, რომ ავაშენოთ იმგვარი ევროპული საზოგადოება, რომელიც იქნება უფრო მეტად ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, უფრო დემოკრატიული და უფრო სამართლიანი და სოციალური თვალსაზრისით ინტეგრირებული.

სოციალურ ინტეგრაციაზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენციის შემდგომ, რომელიც ჩტარდა 2009 წლის თებერვალში მოსკოვში, ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სოციალური ინტეგრაციის ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომლებიც დაგვისახავს შემდგომ ორიენტირებს და გაგვიძღვება როგორც ევროპის საბჭოს, ისე წევრ სახელმწიფოებს.

ბ-ნი ალექსანდრე ვლადიჩენკო


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.