ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობანი

ევროპის საბჭოს ურთიერთობები არაწევრ სახელმწიფოებთან

ევროპის საბჭო მხოლოდ 47 წევრი სახელმწიფოთი არ შემოიფარგლება, მას ასევე გააჩნია უამრავი კავშირი სხვა სახელმწიფოებთანაც, მათ შორის ხუთ ქვეყანასთან, რომლებიც სარგებლობენ დამკვირვებლის სტატუსით ორგანიზაციაში, ესენია: კანადა, წმინდა საყდარი, იაპონია, მექსიკა და აშშ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1247 (1994) და მინისტრთა კომიტეტის პასუხი აღნიშნულ რეკომენდაციაზე განსაზღვრავს, თუ რომელ სახელმწიფოებს შეუძლიათ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

პრაქტიკული და პრაგმატული ურთიერთობები არაწევრ სახელმწიფოებთან ყველა კონტინენტზე, ევროპის საბჭოს აძლევს საშუალებას, გაზარდოს საკუთარი სამოქმედო არეალი და მსოფლიოზე წვდომა. 45-ზე მეტი არაწევრი სახელმწიფო გვევლინება ევროპის საბჭოს ხელშეკრულებათა წევრად ან ისეთ განკერძოებულ შეთანხმებათა წევრად, დამკვირვებლად ან მონაწილედ, როგორიცაა ვენეციის კომისია თუ ჩრდილოეთი-სამხრეთის ცენტრი. ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტების შემუშავებაში სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ დაინტერესებული არაწევრი სახელმწიფოები.

ევროპის საბჭოსა და არაწევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთოებები ყოველ წელს დაწვრილებით აისახება წლიურ ანგარიშსა და ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა მიმოხილვებში.

დოკუმენტები


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.