კონგრესი

არჩევნებზე დაკვირვება

კონგრესი რეგულარულად აწარმოებს ადგილობრივ და/ან რეგიონულ არჩევნებზე დაკვირვებას წევრ და კანდიდატ სახელმწიფოებში, რაც უმთავრესი შემადგენელი ფაქტორია მისი მიზნისა, თვალყური ადევნოს მათში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის წინსვლას. ზოგჯერ კონგრესი ასევე აკვირდება არჩევნებს ევროპის საბჭოს სივრცის მიღმაც (ამის უკანასკნელი მაგალითია ადგილობრივი არჩევნები ისრაელში).

1990 წლიდან მოყოლებული, კონგრესს ორგანიზებული აქვს 70-მდე საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, მთლიანობაში ადგილზე მივლენილი 500-ზე მეტი დამკვირვებლით. დაკვირვებას მუდამ კონგრესის წევრები აწარმოებენ, სხვა სიტყვებით, ადგილობრივ ან რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლები, ამდენად, არჩევნებზე დაკვირვება კონგრესის მიერ დანერგილი კოლეგიალური დიალოგის უფრო ფართო კონცეფციის შემადგენელს წარმოადგენს.

2007 წელს ევროპის საბჭოს 47 წევრმა სახელმწიფომ განამტკიცა კონგრესის უნიკალური როლი, როდესაც მას ერთადერთს მიანიჭა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ჩატარებულ არჩევნებზე დაკვირვების უფლებამოსილება. 2007 წლის შემდეგ, კონგრესის სადამკვირვებლო მისიებში ასევე ჩართული არიან ევროკავშირის რეგიონთა კომიტეტისა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ეროვნულ ასოციაციათა წარმომადგენლები.

დაკვირვება კონგრესის მიერ ყოველთვის მოიცავს საარჩევნო კამპანიის, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის, არჩევნების დღისა და მისი შემდგომი პერიოდის ანალიზს და გულისხმობს უმაღლეს დონეზე დებატებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან და ჯგუფებთან, საარჩევნო კომისიებთან, მედიასთან და სამოქალაქო უფლებების გარშემო დაჯგუფებებთან.

შემდგომში, რეკომენდაციები, რეზოლუციები და მოხსენებები შეისწავლება კონგრესის ბიუროს მიერ და მტკიცდება თვით კონგრესის მიერ. მიღების შემდეგ, დოკუმენტს გადასცემენ შესაბამის სახელმწიფოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. წევრ სახელმწიფოთა საარჩევნო კალენდრის გათვალისწინებით, კონგრესი, როგორც წესი, წელიწადში ორგანიზებას უწევს 5-8 სადაკვირვებლო ვიზიტს. დამკვირვებლების მის წევრთა რიგებიდან შერჩევის სახით, კონგრესი განსაკუთრებულ აქცენტს სვამს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბალანსზე, გამოცდილებასა და სქესთა შორის თანასწორობაზე.

კონგრესის სტრატეგია ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებზე დაკვირვების საქმეში
 

შემდგომი სადამკვირვებლო მისიები

საქართველო - ადგილობრივი არჩევნები და პირველად ქვეყანაში თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები (2010 წლის 30 მაისი)

მოხსენებები სახელმწიფოების მიხედვით

 


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.