გენერალური მდივანი

ბიოგრაფია


ტორბიორნ იაგლანდი

ბატონი ტორბიორნ იაგლანდი 2009 წლის ოქტომბრიდან გახლავთ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

2005-2009 წლებში ის იყო სტორტინგის (ნორვეგიის პარლამენტი) პრეზიდენტი.

ის არის ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ყოველწლიურად გასცემს ნობელის მშვიდობის პრემიას.

ბატონ იაგლანდს ეკავა ორი ყველაზე გავლენიანი სამთავრობო თანამდებობა ნორვეგიაში: პრემიერ მინისტრისა (1996-1997) და საგარეო საქმეთა მინისტრის (2000-2001).

საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის შემდეგ, ოთხი წლის მანძილზე (2001-2005) ის გახლდათ სტორტინგის საგარეო საქმეთა მუდმივმოქმედი კომიტეტისა და საგარეო საქმეთა გაფართოებული კომიტეტის თავმჯდომარე. ამ ხნის მანძილზე ის ასევე მუშაობდა ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარედ (2000-2005). გარდა ამისა, მას ეკავა სხვადასხვა საპარლამენტო თანამდებობა, როგორიცაა სტორტინგის ევროპულ პარლამენტთან ურთიერთობების ხელშემწყობი დელეგაციის თავმჯდომარისა, სადაც დაჰყო ექვსი წელიწადი.

ის 15 წლის მანძილზე გახლდათ სტორტინგის წევრი.

ბატონი იაგლანდი 10 წელი იყო ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე (1992-2002), ხუთი წლის მანძილზე კი ლეიბორისტული პარტიის პარტიული მდივანი (1987-1992).

ამჟამად ის არის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ოსლოს ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მმართველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი პერესის ცენტრში მშვიდობისათვის.

1999-2008 წლებში ის იყო სოციალისტთა ინტერნაციონალის ვიცე-პრეზიდენტი, 2000-2006 წლებში კი სოციალისტთა ინტერნაციონალის ახლო აღმოსავლეთის კომიტეტის თავმჯდომარე. 2000-დან 2001 წლამდე ის იყო შარმ-ელ-შეიხის ფაქტების მომკვლევი კომისიის (მიჩელის კომისია) წევრი.

გასული 20 წლის მანძილზე ბ-ნ იაგლანდს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ამა თუ იმ, განსაკუთრებით ევროპულ და საერთაშორისო საკითხზე. მას ეკუთვნის ნორვეგიაში გამოცემული ოთხი წიგნი: “ჩემი ევროპული ოცნება” (1990), “წერილები” (1995), “ჩვენი მგრძნობიარე მსოფლიო” (2001) და “ათი თეზისი ევროკავშირისა და ნორვეგიის შესახებ” (2003).

ოსლოს უნივერსიტეტში მას მოპოვებული აქვს ხარისხი ეკონომიკურ მეცნიერებებში (1975).

ბატონი იაგლანდი დაიბადა 1950 წელს ნორვეგიის ქალაქ დრამენში. ის დაქორწინებულია ქალბატონ ჰანე გროტიორდზე. მათ ჰყავთ ორი შვილი.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.