სახელშეკრულებო ოფისი

ევროპის საბჭო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC)

“... დაუსჯელობა იმ პირებისა, რომელთაც ჩაიდინეს ყველაზე მძიმე დანაშაულები, როგორიცაა გენოციდი, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ და ომის დანაშაული, წარმოადგენს წინაღობას შერიგების გზაზე, ხელს უწყობს რევიზიონიზმს და მომავალ თაობებს ტოვებს ამ დანაშაულების შესახებ ცალსახა ფაქტების გარეშე”

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1408 (1999)

1998 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მიღებისა და მთავრობების მხრიდან მისი ხელმოწერისა და რატიფიცირებისთვის გამოვლენილი ძალისხმევის შემდგომ, სახელმწიფოები ამჟამად აწყდებიან ხშირ შემთხვევაში რთულ ამოცანას, რაც უკავშირდება მათი შიდა სამართლებრივი წესრიგის მოყვანას ამ წესდებასთან შესაბამისობაში.

განხორციელების ამ ამოცანის მნიშვნელობა მდგომარეობს, პირველ რიგში, იმ ვალდებულებებში, რომლებიც წარმოიშვა წესდების რატიფიცირების შედეგად. საჭიროა სათანადო პროცედურების არსებობა, რათა ეროვნულმა ხელისუფლებებმა შეძლონ სასამართლოსთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია დამხმარე ხასიათისაა და შესაბამისად, დევნის ვალდებულება პირველ რიგში სახელმწიფოებს ეკისრებათ, ეროვნულ დონეზე უნდა არსებობდეს ადექვატური ძირითადი და პროცედურული საკანონმდებლო ჩარჩო იმ შემთხვევისთვის, თუკი სახელმწიფოს მოუწევს, მისი სასამართლოს წინაშე წარადგინოს პირები, რომელთაც ბრალად ედებათ გენოციდის, ადამიანურობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულების ჩადენა.

2000 წლის შემდგომ, ევროპის საბჭომ მოაწყო ოთხი საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც თანაბრად ღია გახლდათ წევრი და დამკვირვებელი სახელმწიფოებისათვის, რათა მომხდარიყო აზრთა ურთიერთგაცვლა გახორციელების პროცესში წამოჭრილი სამართლებრივი პრობლემებისა და მათ აღმოსაფხვრელად ზოგიერთ სახელმწიფოში შემუშავებული მოდელების შესახებ. აღნიშნულ შეხვედრათა დასკვნები მონაწილეთა მიერ მიეწოდათ მათ შესაბამის სახელმწიფოებს.

სპეციალური ვებგვერდი:
http://www.coe.int/t/e/legal_affairs/legal_co-operation/public_international_law/Links/default.html#TopOfPage

და:

http://www.coe.int/T/E/Legal_Affairs/Legal_co-operation/Public_international_law/

საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში იურიდიულ მრჩეველთა კომიტეტის ვებგვერდი (CAHDI):
http://www.coe.int/T/E/Legal_Affairs/Legal_co-operation/Public_international_law/


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.