სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალი ევროპის საბჭოს კინოჯილდო (FACE)
ევროპის საბჭო თავის კინოჯილდოს სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე გადასცემს იმ ფილმის რეჟისორს, რომელიც ზრდის საზოგადოებრივ ცნობიერებასა და ინტერესს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებისადმი და ეხმარება მათი მნიშვნელობის უკეთ გაგებას.
ევროპის საბჭოს კინოჯილდო გამიზნულია იმ მხატვრული თუ დოკუმენტური ნამუშევრის გამოსარჩევად, რომელიც წარმოაჩენს ადამიანის უფლებებს, თანხმობაში ევროპის საბჭოს ღირებულებებთან და პიროვნული თავისუფლების, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან.
ევროპის საბჭოს კინოჯილდო გულისხმობს ბრინჯაოს ქანდაკებას (“ამაღლების სპირალი”, შექმნილი ფრედი რულმანის მიერ) და ფულად პრემიას 10 000 ევროს ოდენობით, რომელსაც ნაწილობრივ აფინანსებს ევროპული კინემატოგრაფიული ნამუშევრების თანაწარმოების, გავრცელებისა და ჩვენების მხარდამჭერი ევროპის საბჭოს ფონდი Eurimages.
შესაბამისი ვებგვერდი:
http://www.coe.int/t/dc/files/events/2007_prix_film_istanbul/default_en.html


Print
Send 