წილობრივი შეთანხმება

მიგრაცია
მიგრაციის ევროპული კომიტეტი (CDMG)

მისია

მიგრაციის ევროპული კომიტეტის კომპეტენციის ფარგლები განსაზღვრულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ. მისი ამოცანაა ევროპული თანამშრომლობის გაღრმავება შემდეგ სფეროებში:

  • მიგრაცია,
  • მიგრაციის შედეგად წარმოშობილი მოსახლეობისა და ლტოლვილების სოციალური ინტეგრაცია,
  • ურთიერთობები სხვადასხვა თემებს შორის.

მიგრაციის ევროპული კომიტეტი საკუთარი საქმიანობის მეშვეობით მიზნად ისახავს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა სამთავრობო პოლიტიკასა და პრაქტიკაზე ზეგავლენის მოხდენას. შესაბამისად, მის უმთავრეს მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ ხელისუფლების პოლიტიკის განმსაზღვრელი და საჯარო ოფიციალური პირები, პასუხისმგებლები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მიგრანტებისთვის მომსახურების გაწევაზე.

კომიტეტის საქმიანობის აქტუალობას დაადასტურებენ ასევე მიგრაციის საკითხებით დაინტერესებული პარლამენტარები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, არასამთავრობო და მოხალისეთა ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ მიგრანტებთან და თვით მიგრანტები.

“მიგრანტის” ცნება ფართოდ გამოიყენება მიგრაციის ევროპული კომიტეტის საქმიანობაში და კონტექსტის მიხედვით აღნიშნავს ემიგრანტს, დაბრუნებულ მიგრანტს, იმიგრანტს, ლტოლვილს, გადაადგილებულ პირსა და იმიგრაციული წარმომავლობის პირსა და /ან ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელ მოსახლეობას, რომელიც ჩამოყალიბდა იმიგრაციის შედეგად.
მიგრაცია ასევე შეეხება სხვა პირებსაც და შესაბამისი გამომდინარე მასშტაბებით ისინი იწვევენ მიგრაციის ევროპული კომიტეტის დაინტერესებას; მაგალითად, მიმღებ საზოგადოებათა წევრები თავიანთ ურთიერთობებში მიგრანტებთან, წარმომშობ საზოგადოებათა წევრები თავიანთ ურთიერთობებში ემიგრანტებთან და უკან დაბრუნებულებთან, გადაადგილებული პირები და მათი შთამომავლები.

თემებს შორის ურთიერთობათა სფეროში მისი გამოცდილების მეშვეობით, მიგრაციის ევროპული კომიტეტი პასუხისმგებელია ევროპაში ბოშების მდგომარეობის მეთვალყურეობასა და მათი უფლებების ხელშემწყობი პოლიტიკისა და პრაქტიკის განსაზღვრაზე. ამ სამუშაოს წარმართავს ბოშების ექსპერტთა კომიტეტი (MG-S-ROM).

ამჟამინდელი საქმიანობანი

ახალი მიდგომები ინტეგრაციისადმი

ამ საქმიანობის მიზანია ინტეგრაციის, თემებს შორის ურთიერთობებისა და რეინტეგრაციის სფეროებში არსებული მიდგომების გაღრმავება, რათა გაუმჯობესდეს მიგრანტთა და იმიგრაციული წარმომავლობის პირთა მონაწილეობა იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობენ და ურთიერთქმედება მის წევრებთან.

ეს საქმიანობა ახორციელებს მიგრაციაზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპის საბჭოს მე-8 კონფერენციის (კიევი, 2008 წლის სექტემბერი) სამოქმედო გეგმას, რომელმაც მოუწოდა მინისტრთა კომიტეტს, გააღრმაოს სოციალური და მიგრანტთა ინტეგრაცია იმგვარი პოლიტიკური მიდგომების შემუშავების გზით, რომლებიც გააუმჯობესებს კავშირებს მიგრანტებსა და მიმღებ საზოგადოებებს შორის და მიგრანტთა და იმიგრაციული წარმომავლობის პირთა მონაწილეობას სამოქალაქო ცხოვრებაში.

საქმიანობა მოიცავს ორი ანგარიშის მომზადებას ურთიერთქმედებისა და მონაწილეობის (1) და წარმომშობ და მიმღებ ქვეყნებში ქალ და მოხუც მიგრანტთა, როგორც განვითარების მონაწილე პირთა (2) შესახებ.

შედეგი: პოლიტიკის განმსაზღვრელი საბუთი (ები).

წინსვლა

  • კონფერენცია მიგრანტებსა და მათ მიმღებ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შესახებ: დასკვნების გამოტანა თეორიიდან და პრაქტიკიდან (ბარსელონა, 2009 წლის 16-17 ოქტომბერი).

მიგრანტთა უნარებისა და გამოცდილების აღიარება

ამ ღონისძიების მიზანია რჩევის გაწევა წევრი ქვეყნების პოლიტიკის განმსაზღვრელ პირთათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი, ისევე როგორც დამქირავებლებისა და პროფესიული საწვრთნელი სამსახურების სისტემები, რომლებიც ფუნქციონირებს მიგრანტთა უნარებისა და გამოცდილების (განსაკუთრებით ფორმალური კვალიფიკაციის გარეთ მიღებულის) აღიარებისათვის.

ეს საქმიანობა ახორციელებს მიგრაციაზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპის საბჭოს მე-8 კონფერენციის (კიევი, 2008 წლის სექტემბერი) სამოქმედო გეგმას, რომელმაც მოუწოდა მინისტრთა კომიტეტს, ხელი შეეწყო მიგრანტთა შენატანისათვის მათ მიმღებ და წარმომშობ საზოგადოებებში, იმგვარი პოლიტიკური მიდგომების გამოყენებით, რომლებიც სრულად აღიარებს მათ უნარებს და სრულფასოვნად გამოავლენს მათ პოტენციალს.

შედეგი: (1) რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისადმი, (2) საწვრთნელი სახელმძღვანელო მომსახურებათა მომწოდებლებისთვის.

კომპეტენციის ფარგლები

მიგრანტთა უნარების ცნობის შესახებ ad hoc საკონსულტაციო ჯგუფი (MG-S-VC) დაარსდა შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:

  • წინადადებების მომზადება მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის პროექტისათვის წევრი სახელმწიფოებისადმი, რომელიც შეეხება მიგრანტთა უნარებისა და გამოცდილების გამოვლენისა და აღიარების ეროვნული, მათ შორის დამქირავებელთა და პროფესიულ საწვრთნელ ორგანოთა სისტემებისა და პროცედურების გაუმჯობესებას. რეკომენდაციის პროექტი განსაკუთრებით უნდა შეეხოს ფორმალური კვალიფიკაციის გარეთ შეძენილ უნარებს და მოიცვას დეტალური მითითებები მის მიერ გაცხადებული პრინციპების პრაქტიკული განხორციელებისთვის.
  • წინასწარი ჩარჩო წინადადებების მომზადება საწვრთნელი სახელმძღვანელოს შესადგენად, რომელიც განკუთვნილია მიგრანტთა უნარებისა და გამოცდილების ცნობაზე პასუხისმგებელი მომსახურებათა მომწოდებლებისთვის.

ეს საკონსულტაციო ჯგუფი აერთიანებს ექსპერტებს სომხეთიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, მალტიდან, რუსეთის ფედერაციიდან და შვედეთიდან. უნდა დასახელდეს დამატებით ორი ექსპერტი.

ამ Ad hoc საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობაში სამონაწილეოდ მოწვეულნი არიან ევროპის საბჭოს შემდეგი ორგანოები:

  • განათლების მუდმივმოქმედი კომიტეტი (CDED)
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE)
  • ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი
  • ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB)

მის მუშაობაში სამონაწილეოდ მოწვეულნი არიან აგრეთვე ევროკომისია და შემდეგი ორგანიზაციები:

  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)
  • ეკლესიების კომისია მიგრანტებისათვის ევროპაში (CCME)
  • მიგრაციის საერთაშორისო კათოლიკური კომისია (ICMC)
  • ბიზნესევროპა
  • ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია (ETUC).

ჯგუფის საქმიანობის ვადა იწურება 2010 წლის 30 ივნისს.

წინსვლა

MG-S-VC

1-ლი შეხვედრა (სტრასბურგი, 2009 წლის 10-11 სექტემბერი)
მე-2 შეხვედრა (სტრასბურგი, 2009 წლის 21-22 დეკემბერი)

მიგრანტი ქალები

ამ მიმართულებით საქმიანობის მიზანია რჩევის გაწევა წევრი ქვეყნების პოლიტიკის განმსაზღვრელ პირთათვის იმ ზომების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს მიგრანტ ქალთა კეთილდღეობას და დაიცავს მათ ძალადობისგან ნებისმიერ გარემოებაში, მათ შორის ოჯახსა და სამსახურში.

ეს საქმიანობა ახორციელებს მიგრაციაზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპის საბჭოს მე-8 კონფერენციის (კიევი, 2008 წლის სექტემბერი) სამოქმედო გეგმას, რომელმაც მოუწოდა მინისტრთა კომიტეტს, მიიღოს პრევენციული ზომები და მხარი დაუჭიროს იზოლირებულ მიგრანტ ქალთათვის განკუთვნილ მომსახურებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული, განსაკუთრებით, მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნა და ძალადობა.

საქმიანობის 1-ლი ეტაპი (2009-2010) გულისხმობს ეროვნული სემინარების სერიას საჭიროებათა განსაზღვრისა და წარმატებული პრაქტიკის გამოვლენის მიზნით. მე-2 ეტაპი (2011-2012) კი მიეძღვნება რეკომენდაციის პროექტის მომზადებას, რომელსაც დაამტკიცებს მინისტრთა კომიტეტი.

საქმიანობა ხორციელდება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მუდმივმოქმედ კომიტეტთან (CDEG) თანამშრომლობით.

შედეგი: რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისადმი

წინსვლა

  • 1-ლი სემინარი ეროვნულ დონეზე – ტალინი (12-13 ოქტომბერი, 2009), თემა: ქალები მიგრაციის დროს – გენდერულად მგრძნობიარე თავშესაფრის პროცედურათა შემოღება ბალტიისპირა ქვეყნებში (ორგანიზებული გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად)
  • მე-2 სემინარი – ლისაბონი (მზადების პროცესში)

ხანდაზმული მიგრანტები

ამ საქმიანობის მიზანია რჩევის გაწევა წევრი ქვეყნების პოლიტიკის განმსაზღვრელ პირთათვის იმ ზომების შესახებ, რომლებიც აღკვეთს ხანდაზმულ მიგრანტთა მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მეშვეობით.

ეს საქმიანობა ახორციელებს მიგრაციაზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპის საბჭოს მე-8 კონფერენციის (კიევი, 2008 წლის სექტემბერი) სამოქმედო გეგმას, რომელმაც მოუწოდა მინისტრთა კომიტეტს, მიიღოს პრევენციული ზომები და მხარი დაუჭიროს ხანდაზმულ მიგრანტთათვის განკუთვნილ მომსახურებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული, განსაკუთრებით, მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნა და ძალადობა.

შედეგები: (1) რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისადმი, (2) სახელმძღვანელო მომსახურებათა მომწოდებლებისთვის.

წინსვლა:

  • საერთაშორისო სემინარი ხანდაზმულ მიგრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში (ბრიუსელი, 2009 წლის 2-3 მარტი);
  • ანგარიში ხანდაზმულ მიგრანტთა მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნის აღმკვეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში (მზადების პროცესში)

ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები (IDPs) (საქართველო)

საქმიანობის მიზანია საქართველოში ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირთა (IDPs) მხარდაჭერა, თემებს შორის ურთიერთობათა შესახებ მათი წვრთნის მეშვეობით.

შედეგი: ქვეყნის შიგნით გადაადგილებულებზე პასუხისმგებელ ადგილობრივ მონაწილეთა საწვრთნელი პროგრამა.

საქმიანობა ფინანსდება ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მიერ (CEB).

წინსვლა

  • ვიზიტი წვრთნის საჭიროებათა შესაფასებლად და საწვრთნელი პროგრამის მოსამზადებლად (2009 წლის ივნისი);
  • საწვრთნელი პროგრამა (თბილისი, 2009 წლის 5-9 ოქტომბერი).

პოლიტიკური მიდგომები უკანონო მიგრანტთა სფეროსათვის

ამ საქმიანობის მიზანია უკანონო მიგრანტებთან დაკავშირებულ ეროვნულ სტრატეგიათა გადასინჯვა ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენის მიზნით.

წინსვლა

2006 წლიდან შემუშავდა ათი ეროვნული ანგარიში უკანონო მიგრანტთა შესახებ პოლიტიკურ მიდგომებზე, რომლებიც მოიცავს:

1 სერია (ორ ნაწილად): ნაწილი 1
  • სინთეზური ანგარიში,
  • გერმანია,
  • იტალია

1I სერია:

• საფრანგეთი,
• პოლონეთი,
• პორტუგალია,
• ესპანეთი,
• გაერთიანებული სამეფო

ხელმისაწვდომი PDF ფორმატში: ინგლისურად, ფრანგულად მზადების პროცესში...
ნაწილი II
  • სომხეთი,
  • საბერძნეთი,
  • რუსეთის ფედერაცია
 
ხელმისაწვდომი PDF ფორმატში: ინგლისურად, ფრანგულად  

ყოველ სერიას თან ერთვის სინთეზური ანგარიშები, შემუშავებული კვლევის დირექტორის მიერ, რომლებშიც გაშუქებულია ძირითადი განხილული საკითხები და შეჯამებულია ეროვნული ანგარიშების საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკა.

მიგრაციის ევროპული კომიტეტი (CDMG)

ანგარიშების პირველი სერია მოიწონა მიგრაციის ევროპულმა კომიტეტმა 2007 წელს და გამოიცა იმავე წელს.

ანგარიშების მე-2 სერია გამოსაცემად მოიწონა მიგრაციის ევროპულმა კომიტეტმა თავის 57-ე შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 2009 წლის 28 და 29 მაისს. მისი გამოქვეყნება ნავარაუდებია 2010 წლის პირველ სემესტრის ბოლომდე.

მთელი საქმიანობის შედეგები წარმოდგენილ იქნება მომავალ წელს პოლონეთში გასამართ სემინარზე, რომელიც მოეწყობა პოლონეთისა და პორტუგალიის ხელისუფლებებთან თანამშრომლობით.

კონცეფცია – დოსიეს ორიგინალური ვერსია

მიგრანტ ბავშვთა ინტეგრაცია

ამ საქმიანობის მიზანია პოლიტიკის განმსაზღვრელთათვის სახელმძღვანელო ნორმების მიწოდება მიგრანტ ბავშვთა ინტეგრაციის შესახებ. რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი მიგრანტ ბავშვთა ინტეგრაციისათვის (MG-R-IE) ჩამოყალიბდა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის პროექტისთვის წინადადებათა მოსამზადებლად.

კომპეტენციის ფარგლები

რჩეულ ექსპერტთა კომიტეტს დასახული აქვს შემდეგი ამოცანები:

სახელმძღვანელოდ გამოსადეგი წინადადებების მომზადება მიგრაციის ევროპული კომიტეტის (CDMG) საყურადღებოდ შემდეგ თემებზე:

  • ახლადჩამოსულ მიგრანტთა შვილების ინტეგრაცია საგანმანათლებლო სისტემაში;
  • ეროვნული სტრატეგიები, რომელთა მიზანია ბავშვთათვის სათანადო ენობრივი უნარების ჩამოყალიბება წინარე სასკოლო ეტაპზე;
  • სკოლიდან შრომის ბაზარზე წარმატებული გადასვლის გზები;
  • სეგრეგაციებსა და ღარიბულ რაიონებში მცხოვრებ მიგრანტ ბავშვთა მდგომარეობა.

რჩეული კომიტეტი აერთიანებს ექსპერტებს დანიიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან და უკრაინიდან.

განათლების მუდმივმოქმედი კომიტეტის (CDED) ხორვატი ექსპერტი მონაწილეობას იღებს რჩეული კომიტეტის მუშაობაში.

მის მუშაობაში სამონაწილეოდ მიწვეული არიან ასევე ევროკავშირი და შემდეგი ორგანიზაციები:

  • ეკლესიათა კომისია მიგრანტებისათვის ევროპაში (CCME);
  • მიგრაციის საერთაშორისო კათოლიკური კომისია (ICMC).

რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის მანდატი იწურება 2006 წლის 31 დეკემბერს.

წინსვლა

რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი მიგრანტ ბავშვთა ინტეგრაციისათვის
MG-R-IE

კომიტეტმა ორი შეხვედრა გამართა 2005 წელს. სამი დასკვნითი შეხვედრა კი გაიმართა 2006 წლის აპრილში, სექტემბერსა და დეკემბერში.

მიგრაციის ევროპული კომიტეტი
CDMG

თავის 54-ე შეხვედრაზე (2007 წლის ოქტომბერი), კომიტეტმა მოიწონა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს გადაუგზავნა დასამტკიცებლად რეკომენდაციის პროექტი მიგრანტთა და იმიგრაციული წარმომავლობის მქონე პირთა შვილების ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ.

მინისტრთა კომიტეტი
CM

მინისტრთა კომიტეტმა 2008 წლის 20 თებერვალს დაამტკიცა რეკომენდაცია Rec(2008)4 მიგრანტთა და იმიგრაციული წარმომავლობის მქონე პირთა შვილების ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ.

სიცოცხლის პროექტები თანმხლების გარეშე არასრულწლოვან მიგრანტთათვის

თანმხლების გარეშე მიგრანტ ბავშვთა სიცოცხლის პროექტების შესახებ CM/Rec(2007)9 რეკომენდაციის ტექსტი, შემოთავაზებული მიგრაციის ევროპული კომიტეტის მიერ (CDMG), მიიღო მინისტრთა კომიტეტმა 2007 წლის 12 ივლისს.

რეკომენდაციის ტექსტი: ინგლისური; ფრანგული
რეკომენდაციის განმარტებითი მემორანდუმი: ინგლისური; ფრანგილი

წინსვლა

სიცოცხლის პროექტების ეროვნულ დონეზე განხორციელების პროგრამა (2009-2010) – დაფინანსებული ანდორის, ბელგიისა (ვალონიის რეგიონის) და საფრანგეთის ნებაყოფლობითი შემოწირულობებითა და იტალიის მხარდაჭერით.

1. სიცოცხლის პროექტების ხელშეწყობა

2. სიცოცხლის პროექტებზე მომუშავე ეროვნულ ექსპერტთა და სპეციალისტთა ინფორმირება და წვრთნა – რჩევის მიწოდება სტრატეგიული მიზნებისა და პრაქტიკული მიმართულებების, საერთო გამოწვევების დასაძლევად ვარგისი ტექნიკის შესახებ, წარმატებული პრაქტიკის მაგალითები

  • 1-ლი სემინარი – 2009 წლის 4-5 ივნისი, რომი, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა:
    • მომზადებულიყო დიდი ქვეყნებიდან წარმოდგენილი 28 ექსპერტი, სადაც მაღალია თანმხლების გარეშე არასრულწლოვან მიგრანტთა რიცხოვნობა: ბელგია (3 ექსპერტი), ბულგარეთი, ესპანეთი, საფრანგეთი (2 ექსპერტი), იტალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, პორტუგალია და შვეიცარია;
    • ურთიერთგაცვლილიყო ინფორმაცია თანმხლების გარეშე მიგრანტთა სფეროში არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ და დაგროვილი გამოცდილება;
    • წამოწყებულიყო საცდელი პროექტი მონაწილე სახელმწიფოებში სიცოცხლის პროექტების დანერგვის მიზნით.
  • მე-2 სემინარი, 2009 წლის 12-13 ნოემბერი, რომი, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა:
    • შეფასებულიყო სიცოცხლის პროექტების განხორციელების შესახებ საცდელი პროექტის შედეგები ზოგიერთ მონაწილე სახელმწიფოში: ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, ნიდერლანდები და შვეიცარია;
    • გამოვლენილიყო გამოწვევები და წარმატებული პრაქტიკა ეროვნულ დონეზე;
    • შემუშავებულიყო ზომები გამოცდილების განსავრცობად სხვა წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც აწყდებიან თანმხლების გარეშე არასრულწლოვანთა მიგრაციის ფენომენს.

3. საცდელი სახელმძღვანელოს მომზადება სიცოცხლის პროექტების შესახებ

სახელმძღვანელოს პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელია კონსულტანტი.

სახელმძღვანელოდან ამონარიდი უკვე იქნა ნათარგმნი და დაურიგდათ 1-ლი სემინარის მონაწილეებს. როგორც საწვრთნელი მასალა, ის დაეხმარა საწვრთნელი პროექტის მიმდინარეობას ეროვნულ დონეზე.

სახელმძღვანელოს საბოლოო ტექსტი ხელმისაწვდომი იქნება 2009 წლის დეკემბერში.

4. ბროშურები

თანხმლების გარეშე არასრულწლოვანთა მიგრაციის რისკებისა და სიცოცხლის პროექტის სიკეთეების შესახებ ბროშურების მომზადებაზე პასუხისმგებელია კონსულტანტი.

საბოლოო ვერსიის მიღება იგეგმება 2009 წლის დეკემბერის ბოლოს.

მიგრაციის ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg3/migration/default_en.html


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.