ევროპის საბჭოს ურთიერთობები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ევროკავშირთან, ეუთოსთან და გაეროსთან არსებული ურთიერთობების გარდა, ევროპის საბჭო რეგულარულ კავშირებს ფლობს 30-ზე მეტ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის თითქმის ყველა რეგიონულ გაერთიანებასთან ევროპაში.
ამ რეგიონულ და ქვერეგიონულ ორგანიზაციებთან კონტაქტები წარმოადგენს აგრეთვე ეფექტიან საშუალებას არაწევრ სახელმწიფოებთან დასაკავშირებლად და ევროპის საბჭოს ძირითადი ღირებულებების - დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ხელშესაწყობად.
დამატებითი ინფორმაციისათვის ევროპის საბჭოს ურთიერთობათა შესახებ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გთხოვთ, იხილოთ წლიური ანგარიშების შესაბამისი განყოფილებები და ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა მიმოხილვები.


Print
Send 