კონგრესი

კონგრესის ახალი ქარტია

2007 წლის 2 მაისს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ახალი საწესდებო რეზოლუცია და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ახალი წესდება. აღნიშნულის მიზანი იყო ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლის განმტკიცება ევროპის საბჭოს ინსტიტუციურ კორპუსში. ეს ახალი დოკუმენტები აღიარებს, რომ გარდა საკონსულტაციო როლისა, კონგრესი შესაძლოა ჩაერთოს ევროპის საბჭოსათვის პრიორიტეტულ სხვა საქმიანობებშიც, როგორც ეს განისაზღვრა 2005 წლის მაისში ვარშავაში გამართული სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე.

ძირითადი ცვლილებები

ახალი საწესდებო რეზოლუცია და კონგრესის ახალი ქარტია მხედველობაში იღებს კონგრესის მუშაობაში მომხდარ ცვლილებებს. ძირითად სიახლეთაგან, ეს დოკუმენტები აღიარებს კონგრესის როლს რეგიონული და ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების საქმეში. მათში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესი მოქმედებს მჭიდრო ურთიერთკავშირში ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენელ ეროვნულ ორგანიზაციებთან და სხვა ევროპულ პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირის რეგიონთა კომიტეტთან.

კონგრესის ფუნქციონირება

ქარტიის გადახედვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კონგრესის პრაქტიკულ ფუნქციონირებაზე. ასე მაგალითად, კონგრესი უფლებამოსილია, გამართოს ორი პლენარული სხდომა წელიწადში, რაც დამოკიდებულია საბიუჯეტო სახსრებზე. დასახელება “კონგრესის” გამოყენება ფორმალურად დამტკიცდა და მისი გამოყენება შესაძლებელია “ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის” აღსანიშნავად.

სამდივნოში ფუნქციების ხელმძღვანელები არიან:

  • კონგრესის გენერალური მდივანი: ანდრეას კიფერი
  • კონგრესის დირექტორი: ანტონელა კანიოლატი
  • ადგილობრივი ხელისუფლების პალატის აღმასრულებელი მდივანი: ჟან-ფილიპ ბოზული
  • რეგიონთა პალატის აღმასრულებელი მდივანი: ჟან-პოლ შოვე

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.