საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის მუდმივმოქმედი კომიტეტი
მუდმივმოქმედი კომიტეტის შემადგენლობა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის შემადგენლობა:

  • კონფერენციის ბიუროს წევრები
  • კომიტეტებისა და მომიჯნავე ჯგუფების თავმჯდომარეები და ვიცე-თავმჯდომარეები, ექსპერტთა საბჭოების თავმჯდომარეები, და
  • საკონსულტაციო სტატუსით, კონფერენციის წარმავალი თავმჯდომარე სამი წლის ვადით, ისევე როგორც მისი საპატიო თავმჯდომარეები.

მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრები

მუდმივმოქმედი კომიტეტის როლი

მუდმივმოქმედი კომიტეტი პასუხისმგებელია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციასა და მის კომიტეტებსა და მომიჯნავე ჯგუფებს შორის საქმიანობის კოორდინირებაზე და უზრუნველყოფს თავად ამ უკანასკნელთა საქმიანობის თანმიმდევრულობას და თანხვედრას კონფერენციის ძირითად პოლიტიკურ მიმართულებებთან. მას გააჩნია საკონსულტაციო როლი და წარმოადგენს წინადადებებს კონფერენციისა და მისი ბიუროს წინაშე.

ის ხელს უწყობს კონფერენციის მონაწილეობას ევროპის საბჭოს “ოთხეულის” წევრი სხვა პარტნიორების მუშაობაში, წაახალისებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ მათ კომიტეტებსა და მომიჯნავე ჯგუფებს თავიანთი წვლილის მომზადებაში და უზრუნველყოფს ამ ძალისხმევის მიწოდებას ევროპის საბჭოს “ოთხეულის” წევრ სხვა პარტნიორებამდე.

ის მხარს უჭერს ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა მეკავშირე და საინფორმაციო ორგანოებს წერილობითი შეტყობინებების მომზადებაში ევროპის საბჭოს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ.

მუდმივმოქმედი კომიტეტი იკრიბება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის სხდომების პარალელურად, რაც, თავის მხრივ, ემთხვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩვეულებრივი სესიების პერიოდს.

დოკუმენტები


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.