საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოება გვევლინება სოციალური ინტეგრაციის უკანასკნელ ბასტიონად

“ბოლოდროინდელი მიღწევებისა და ცვლილებების ძალით, ვიმედოვნებ, რომ შევძლებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის გაძღოლას ახალი დროებისაკენ, რომელშიც იარსებებს პირდაპირი და მყარი კავშირები ჩვენ მოქალაქეებთან და მათ საცხოვრებელ გარემოსთან, მათი ღირსეული ყოფის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად იმგვარ საზოგადოებაში, სადაც ძალიან ხშირად ყველაზე ძლიერის ხმა გაისმის”, ასეთი გახლდათ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჟან-მარი ჰეიდტის პირველი საჯარო შეტყობინება.

“კონფერენცია უნდა ფხიზლობდეს ყველა იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის უფლებებს არად აგდებენ, არ ითვალისწინებენ კანონსა თუ ოფიციალურ დოკუმენტში და როცა საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა”, აღნიშნა ახალმა პრეზიდენტმა.

ჟან-მარი ჰეიდტი, სოციალურ-საგანმანათლებლო მზრუნველობის საწვრთნელი ცენტრების ევროპული ასოციაციის წარმომადგენელი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის პრეზიდენტად არჩეულ იქნა 2009 წლის 28 იანვარს სამი წლის ვადით.

მას, მანამდე კონფერენციის 1-ლ ვიცე-პრეზიდენტს, გააჩნია ევროპის საბჭოსთან დაკავშირებული მრავალწლიანი გამოცდილება, დაგროვილი განსაკუთრებით ევროპის საბჭოს ექსპერტად მუშაობის პერიოდში იმგვარ თემებზე, როგორიცაა “ევროპის ქალაქების როლი უკიდურესი სიღარიბის დაძლევაში”, “ადამიანური ღირსება და სოციალური გარიყვა” და “განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის”. აღნიშნულ თანამდებობაზე მან შეცვალა ანლიზ ოშგერი, კონფერენციის ხელმძღვანელი 2003 – 2008 წლებში, შემდგომში კი მისი საპატიო პრეზიდენტი.

mms://coenews.coe.int/vod/091210_w01_w.wmv

ვიდეოინტერვიუ ჟან-მარი ჰეიდტთან, ევროპის საბჭოს ფარგლებში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის როლისა და ადგილის, ასევე სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. (მხოლოდ ფრანგულ ენაზე)


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.