სასარგებლო ინფორმაცია
ევროპული ორგანიზაციები: მსგავსება და სხვაობა
გასათვალისწინებელია შემდეგი სხვაობები:
     
ევროპის საბჭო
და

ევროპული საბჭო

  • სტრასბურგში განლაგებული, 46 ევროპული ქვეყნისგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაცია.
 
  • ევროპული პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით გამართული, ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნის წარმომადგენელ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა რეგულარული შეხვედრები (როგორც მინიმუმ, წელიწადში ორჯერ).

საპარლამენტო ასამბლეა
და

ევროპარლამენტი

  • ევროპის საბჭოს სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების მიერ დამტკიცებული 315 წევრისა და ამავე რაოდენობის მათი შემცვლელებისგან.
 
  • ევროკავშირის საპარლამენტო ორგანო, რომელიც შედგება პირდაპირი და საყოველთაო კენჭისყრის შედეგად არჩეული ევროკავშირის 25 ქვეყნის 732 წევრისგან.

ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია
და

ევროკომისია

  • კომისიამ თავისი მოღვაწეობა შეწყვიტა 1998 წელს, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ადამიანის უფლებათა ერთიანი ევროპული სასამართლო. დაშლამდე, იგი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად განიხილავდა წევრ ქვეყანათა წინააღმდეგ ცალკეული პირების ან სახელმწიფოთა მიერ წარმოდგენილ სარჩელთა მიღებადობის საკითხებს.
 
  • ბრიუსელში განლადებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც თვალყურს ადევნებს კავშირის ხელშეკრულებებისა და მისი ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა შესაბამის განხორციელებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
და

ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო

  • სასამართლოს შტაბბინა მდებარეობს სტრასბურგში. იგი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაარსებულ ერთადერთ წმინდა-სამართლებრივ ორგანოს. ის შედგება 46* მოსამართლისგან და არის უკანასკნელი სასამართლო ინსტანცია, სადაც გამოიტანება განაჩენი წევრ ქვეყანათა მიერ კონვენციის ფარგლებში აღებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ. 1998 წლის ნოემბრიდან სასამართლო მოქმედებს მუდმივმოქმედ ბაზაზე..
 
  • სასამართლოს სხდომები იმართება ლუქსემბურგში. ევროკავშირის ხელშეკრულებათა დებულებების განმარტებითა და მათი გამოყენებით იგი უზრუნველყოფს კანონებთან შესაბამისობას.
 
და
საერთაშორისო სასამართლო
  • ჰააგაში მომუშავე, გაეროს სამართლებრივი ორგანო.

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.