აღმოვფხვრათ ქალების მიმართ ძალადობა ოჯახებში
|
||
| ტერი დევისი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი | ||
ქალთა უფლებების დარღვევა ჯერ კიდევ ხშირი მოვლენაა და უკანასკნელ პერიოდში გარკვეულ წილად გაიზარდა კიდეც ევროპის რიგ რეგიონებში. ქალთა მიმართ გამოიყენება ისეთი მოპყრობის მეთოდები, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც წამებად, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად და გულისხმობს საყოფაცხოვრებო ძალადობას, სქესობრივ ძალმომრეობას, გაუპატიურებას, ძალდატანებით მიგრაციას, საშინელ მკვლელობებს, საშვილოსნო ორგანოთა ამოკვეთას და ადამიანებით ტრეფიკინგს. (სრულად...) |
ის ყვირილით იწყება
და არ უნდა დასრულდეს სიჩუმით
|
|
ინტერვიუ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგთან
; |
||


Print
Send
2006 წლის 27 ნოემბერს ევროპის საბჭომ მადრიდში გამართულ მაღალი დონის კონფერენციაზე წამოიწყო კამპანია ქალების მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცოდნის გავრცელებას იმის თაობაზე, რომ ქალების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა დარღვევას წარმოადგენს. კამპანია ხელს უწყობს ღონისძიებათა ეფექტიან განხორციელებას კანონმდებლობისა და ეროვნული სამოქმედო გეგმების მეშვეობით. წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, გამოყონ შესატყვისი რესურსები და მიაღწიონ კონკრეტულ შედეგებს ამ სფეროში. საქმიანობა კამპანიის ფარგლებში განხორციელდება ევროპის საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა უწყების მიერ. (
ქალთა უფლებების დარღვევა ჯერ კიდევ ხშირი მოვლენაა და უკანასკნელ პერიოდში გარკვეულ წილად გაიზარდა კიდეც ევროპის რიგ რეგიონებში. ქალთა მიმართ გამოიყენება ისეთი მოპყრობის მეთოდები, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც წამებად, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად და გულისხმობს საყოფაცხოვრებო ძალადობას, სქესობრივ ძალმომრეობას, გაუპატიურებას, ძალდატანებით მიგრაციას, საშინელ მკვლელობებს, საშვილოსნო ორგანოთა ამოკვეთას და ადამიანებით ტრეფიკინგს. (