მე-5 საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი სემინარი გაიმართა 2005 წლის 5-6 დეკემბერს ქ. ათენში.

ადამიანებით ვაჭრობის საწინააღმდეგო საქმიანობა:პრევენცია, დაზარალებულთა დაცვა და დამნაშავეთა დევნა, ქ. ათენი, 2006 წლის 5-6დეკემბერი

ევროპის საბჭოს კამპანიის კონტექსტში მიმდინარე ღონისძიებათა შორის მოექცა რეგიონული საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელ სემინართა სერია, ორგანიზებული სახელწოდებით:ადამიანებით ვაჭრობის საწინააღმდეგო საქმიანობა:პრევენცია, დაზარალებულთა დაცვა და დამნაშავეთა დევნა.

რიგით მე-5 ღონისძიება ორგანიზებულ იქნა 2006 წლის 5-6 დეკემბერს ქ. ათენში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატის თანასწორუფლებიანობის განყოფილების მიერ, საბერძნეთის შინაგან საქმეთა, საჯარო ადმინისტრირებისა და დეცენტრალიზაციის სამინისტროს გენდერული თანასწორობის გენერალურ სამდივნოსთან თანამშრომლობით და საბერძნეთის ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მინისტრთაშორისო კომიტეტის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია ათენის სემინარზე

ადამიანი ვაჭრობის საგანი არ არის

ადამიანებით ვაჭრობა წარმოადგენს მსოფლიოში უძველესი დროიდან გავრცელებული მონათვაჭრობის თანამედროვე ფორმას. ის ადამიანებს ყიდვა-გაყიდვის საგნად განიხილავს. მის მსხვერლს აიძულებენ იშრომოს, როგორც წესი სექს-ინდუსტრიაში, თუმცა ასევე მაგალითისთვის სასოფლო-სამეურნეო სექტორსა თუ არალეგალურ კაბალურ დაწესებულებებში, მცირედი გასამრჯელოს ან სულაც არაფრის სანაცვლოდ. ადამიანებით ვაჭრობა უშუალოდ უთხრის ძირს ევროპის საბჭოს ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ევროპის საბჭოს კამპანია, მიმართული ადამიანმიანებით ვაჭრობის აღმოფხვრისაკენ წამოწყებულ იქნა 2006 წელს დევიზით - ადამიანი ვაჭრობის საგანი არ არის. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება თანამედროვე ევროპაში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) პრობლემის მასშტაბების შესახებ მთავრობის, პარლამენტების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოებათა დონეზე. ის გააშუქებს არაერთ საშუალებას, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მონობის ამ თანამედროვე ფორმის თავიდან ასაცილებლად ან დაზარალებულთა უფლებების დასაცავად და დამნაშავეთა დევნისათვის.

კამპანიამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შეძლებისდაგვარად ფართომასშტაბიან ხელმოწერასა და რატიფიკაციას, რათა ადამიანებით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი) ბრძოლის ეს ეფექტიანი ინსტრუმენტი დროულად შევიდეს ძალაში.

ქვეყნები რომლებიც შეუერთდნენ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციას

მოლდოვა, რუმინეთი, ავსტრია და ალბანეთი პირველი სახელმწიფოებია, რომელთაც განახორციელეს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიკაცია. კონვენცია ქმედუნარიანი გახდება მას შემდეგ, რაც შეგროვდება ათი სარატიფიკაციო სიგელი.

კონვენცია ხელმოწერილ იქნა ევროპის საბჭოს 29 წევრი ქვეყნის მიერ, ესენია:ანდორა, სომხეთი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სან-მარინო, სერბია, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, "იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია" და უკრაინა. ორგანიზაციის ამჟამად წევრმა სახელმწიფომ, მონტენეგრომ ასევე ხელი მოაწერა კონვენციას.

 
საპარლამენტო ასამბლეა აქვეყნებს სახელმძღვანელოს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოში წარმოდგენილი საშუალებებით პარლამენტარებს შეუიძლიათ მიაღწიონ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფირებასა და გამოყენებას კანონმდებლობის წარდგენის, დაფინანსების გამოყოფისა და მათი მთავრობების ლობირების მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია

საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდის ბმული

კონგრესი იღებს რეზოლუციას

2006 წლის 31 მაისს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა მიიღო 210 (2006)1 რეზოლუცია კამპანიის შესახებ, რომელშიც თხოვნით მიმართავს ადგილობრივ ხელუსფლებებსა და ადგილობრივი ხელუფლებების ასოციაციებს ხელი მოაწერონ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარაციას.

ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გოგონები, მომიჯნავე ღონისძიება, 2007 წლის 1 მარტი

ქალთა მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის (CSW) 51-ე სესიასთან დაკავშირებით (ნიუ-იორკი, 2007 წლის 26 თებერვალი - 9 მარტი) 2007 წლის 1 მარტს ჩატარდა მომიჯნავე ღონისძიება თემაზე “ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გოგონები”. დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

19-20 აპრილის სემინარი ბერლინში

2007 წლის 15-16 თებერვალს, ქ. ნიქოზიაში ჩატარდა ინფორმაციისა და ცნობიერების ამაღლების რიგით მეექვსე სემინარი.   დამატებითი ინფორმაცია ნიქოზიის სემინარზე

კომიქსები