ევროპის საბჭოს პროგრამა არჩევნებში საქართველოს მხარდასაჭერად
საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერი პროგრამა მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესობის პროცესის ხელშეწყობას, ადგილობრივი არჩევნებზე სადამკვირებლო ორგანიზაციების დახმარებას მათი მონიტორინგის ანგარიშების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საექსპორტო დახმარების გაწევას, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილეების ჩართულობით მაღალი დონის კონფერენციების ორგანიზებას, მედიის მიერ საარჩევნო პროცესების პროფესიული და მიუკერძოებელი გაშუქების პროცესის ხელშეწყობას, ამომრჩეველთა ცნობიერების გაზრდას საარჩევნო პროცესების სხვადასხვა ასპექტების შესახებ და არჩევვნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების მონაწილეობის გაზრდას, არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამორჩევლების მონაწილეობის გაზრდას.
პროგრამის შესახებ
საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერი პროგრამა ევროპის საბჭოს 2016-2019 სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2016 წლის 16 მარტს დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს, დახმარებას სამართლებრივი ინსტრუმენტებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპთა დაცვაში.
პროგრამის განხორციელება დაიწყო 2016 წლის მარტში და ის მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინოს არჩევნების ზემოთაღნიშნული სრული ციკლის დროს რათა მოხდეს საარჩევნო გარემოს იმ ელემენტებზე რეაგირება რომლებიც აღნიშნულია ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომზადებულ საარჩევნო სადამკვირებლო ანგარიშებში. პროგრამის განხორციელება მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
პროგრამა დაფინანსებას იღებს სხვადასხვა წყაროდან - საკუთრივ ევროპის საბჭოს ბიუჯეტი და ნორვეგიის სამეფოს მოხალისეობრივი შემოწირულობა.
პროგრამის მიზნები
პროგრამა მიზნად ისახავს
-
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური, საოლქო და საუბნო წარმომადგენლების ადმინისტრაციულ, ოპერაციულ და მენეჯერულ შესაძლებლობათა გაძლიერება
-
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ადმინისტრაციულ, ოპერაციულ და მენეჯერულ შესაძლებლობათა გაძლიერება
-
ადგილობრივი დამკვირვებლების შესაძლებლობათა გაუმჯობესება არჩევნების პროფესიული დაკვირვების კუთხით
-
ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა მათი შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით, რათა მეტი კანდიდატი თუ არჩეული ქალი ჩაებას ამ პროცესში
-
საარჩევნო უფლების გამოყენების ხელშეწყობა ეროვნულ უმცირესობებსა და ახალგაზრდებში ცნობიერების გაზრდის გზით
-
რეგიონული მედიის შესაძლებლობათა გაძლიერება არჩევნების პროფესიულად გაშუქების მიზნით
-
მაღალი დონის კონფერენციების ორგანიზება მიღებულ გამოცდილებაზე მსჯელობისა და საარჩევნო კანონმდებლობისა თუ პრაქტიკის დახვეწისათვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
პარტნიორები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო და მედია ორგანიზაციები.
არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ ადამიანის უფლების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრის’ დაფინანსება არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიტატებისთვის ტრენინგების ჩატარების მიზნით, რათა გაიზარდოს საარჩევნო პროცესებში მათი კონკურენტუნარიანობა, საშინაო პოლიტიკაში მათი ჩართულობის გაზრდა და მათი უფლებების დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთნ მუშაობას.
ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის გზით საერთაშორისო ექსპერტის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის საარჩევნო დავების განხილვის თემატიკის შესახებ ტრეინგების ჩატარება.
მაღალი დონის პოსტ-საარჩევნო კონფერენციის ორგანიზება სადაც განხილული იქნება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილი მიღწევები და პრობლემები და შემუშავებული იქნება რეკომენდაციები შემდგომი არჩევნებისთვის.
ვიდეოში წარმოდგენილია სხვადასხვა თემის საკრებულოს ქალი წევრები, რომლებმაც მანდატები 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს . ეს ქალი კანდიდატები მონაწილეობდნენ პროექტში ‘ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები- ქალი კანდიდატების და არჩეეული წევრების უნარ-ჩვევების გაზრდა’ რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ განხორციელდა შვეიცარიის კონფედერაციის და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.
ქალების მზარდი როლი ქართულ პოლიტიკაში
ევროპის საბჭოს ტელე-ჟურნალი ადგილობრივი ხელისუფლების ქალ წარმომადგენლებზე საქართველოდან