Back

ტრენინგი „სიძულვილის ენასთან ბრძოლა და საარჩევნო პროცესები“

14-15 ივნისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ტრენინგი „სიძულვილის ენასთან ბრძოლა და საარჩევნო პროცესები“

დისტანციურ ტრენინგზე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა და თანამშრომლებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესებში სიძულვილის ენისა და სიძულვილის გაღვივებასთან  დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში არსებულ სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკაზე. 

საქართველოში ბოლოდროინდელ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ დემოკრატიზაცია და საარჩევნო პროცესები მოწყვლადი აღმოჩნდა სიძულვილის ენის მიმართ. ასევე დასტურდება სიძულვილის ენის უარყოფითი გავლენა საარჩევნო გარემოზე. წინამდებარე დისტანციური ტრეინინგი წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით შემუშავებული სასწავლო კურსის ”სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საარჩევნო პროცესებში” შემდგომი დანერგვის ნაწილს.

სასწავლო კურსი, სხვა საკითხთა შორის, მოიცავს საარჩევნო პროცესების დროს სიძულვილის ენისა და სიძულვილის გაღვივების საკითხთან დაკავშირებულ  საერთაშორისო სტანდარტებსა და ინსტრუმენტებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ სტრატეგიებს, რათა მოხდეს ეფექტიანი რეაგირება სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე და კოორდინირებულად და სექტორულად დაძლიონ სიძულვილის ენის გამოყენებასა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, სიძულვილის ენა და სექსიზმი.

სასწავლო კურსი დაინერგება და განხორციელდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც გამიზნულია საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეების ფართო წრეებისათვის.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით.