Back საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზები განიხილეს თბილისში გამართულ სემინარზე

საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზები განიხილეს თბილისში გამართულ სემინარზე

2019 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ სემინარში და განიხილეს საარჩევნო დავების მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული დაახლოებისათვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები.

სამთავრობო დაწესებულებების, სასამართლო ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა იმსჯელეს საარჩევნო დავების სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკაზე, საქართველოში დავების განხილვის არსებული სტანდარტის გაუმჯობესების გზებზე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საარჩევნო დავებზე გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესების სამომავლო პერსპექტივებზე.

სემინარის მიწურულს, არჩევნებში დაინტერესებულ მხარეებს წარედგინა საარჩევნო დავების განხილვის თაობაზე ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო დავების განხილვის კარგი პრაქტიკის წარმოჩინებას.

სემინარი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით.

29 ნოემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page