Back ევროპის საბჭოს რიგით მეექვსე რეგიონული აკადემია მონაწილეობითი დემოკრატიის შესახებ ამჯერად უკვე სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებისთვის განხორციელდა

ევროპის საბჭოს რიგით მეექვსე რეგიონული აკადემია მონაწილეობითი დემოკრატიის შესახებ ამჯერად უკვე სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებისთვის განხორციელდა

ევროპის საბჭოს მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის მონაწილეობითი დემოკრატიის თემის ირგვლივ გააერთიანა მერიის, საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოების 23 წარმომადგენელი 6 მუნიციპალიტეტიდან: ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი და ნინოწმინდა. აკადემიამ ხელი შეუწყო საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაცვლას ჩართულობის მექანიზმებსა და მიდგომებზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობის  მისაღწევად.

მონაწილეობითი დემოკრატიის რეგიონულ აკადემიას უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები, მათ შორის ადგილობრივი ექსპერტები, რომლებმაც გაიარეს ევროპის საბჭოს სპეციალიზებული ტრენინგები ჩართულობის მექანიზმებზე. აკადემიის პროგრამა მოიცავდა ასევე სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციებს სამოქალაქო ჩართულობის წარმატებულ მაგალითებზე. 

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიებში და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება სამოქალაქო მონაწილეობის პროცესების, კარგი პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების შესახებ. მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ სხვადასხვა მონაწილეობითი ინსტრუმენტროგორიცააგადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“, „CivicLab“ და „UChange“ მეთოდოლოგიები, რომლებიც განკუთვნილია მუნიციპალიტეტებისთვის, რათა მოქალაქეები უკეთესად ჩართონ მონაწილეობით პროცესებში და შექმნან დიალოგის პლატფორმები შესაბამისი პოლიტიკის საკითხების ირგვლივ. გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა პრაქტიკაში გამოეყენებინათ აღნიშნული მეთოდოლოგიები - პრაქტიკული სესიების ფარგლებში მონაწილეებმა შეაფასეს თემი, მოახდინეს დაინტერესებული მხარეების იდენტიფიკაცია, ანალიზი და შეიმუშავეს ჩართულობის სტრატეგიები.

 

ევროპის საბჭოს მიერ უკვე განახორციელებული რეგიონული აკადემიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე: თბილისის, იმერეთის, გურიის, კახეთის და ქვემო ქართლის აკადემიები.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანისუფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

30-31 მაისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page