Back მხარს ვუჭერთ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს COVID – 19 პანდემიასთან ბრძოლას

მხარს ვუჭერთ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს COVID – 19 პანდემიასთან ბრძოლას

2020 წლის 6 მაისს ევროპის საბჭომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და დაკავებულ პირებს COVID 19 -ის მიერ გამოწვეული საჭიროებების საპასუხოდ დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

5 000 სამედიცინო ბახილი, 3 000 სამედიცინო ქუდი, 200 ლიტრი ანტისეპტიკური სითხე და 20 პულს ოქსიმეტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

დახმარების მიზანია ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის კომიტეტის მიერ 20 მარტს გამოქვეყნებული თავისუფლება აღკვეთილ პირთა მოპყრობასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო პრინციპების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესრულების მხარდაჭერა. აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც დაეხმარება წევრ სახელმწიფოებს COVID 19 -ს მიერ გამოწვეული კრიზისის დროს, როგორც დაკავებული პირების უფლებების, ასევე მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

ღონისძიება მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტის - არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა,არასთანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

თბილისი, საქართველო 6 მაისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page